„ევროპარლამენტი საკითხს არ წყვეტს, მისი აზრი მხოლოდ რეკომენდაციაა. მაგრამ ის ასახავს ევროკავშირის ზოგად განწყობას. უკრაინას და მოლდოვას სულაც არა აქვს გარანტირებული, რომ კანდიდატის სტატუსს მიიღებენ - ამას წევრი ქვეყნები გადაწყვეტენ. მაგრამ მათ შანსი აქვთ. ჩვენს შემთხვევაში, ვშიშობ, პრაქტიკულად შანსიც აღარ არსებობს“, - ამის შესახებ პროფესორი, სააკაშვილის მთავრობის განათლების მინისტრი გია ნოდია „ფეისბუქში“ წერს.
როგორც ნოდია ამბობს, „ქართული ოცნება“ იძულებული იქნება აღიაროს, რომ, მის ხელში, საქართველოს ზოგადად ევროკავშირთან გაუფუჭდა ურთიერთობა.
„ევროპარლამენტმა თქვა, რომ უკრაინას და მოლდოვას ახლავე უნდა მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ხოლო საქართველოსთან უნდა გაგრძელდეს მუშაობა ამ მიმართულებით.
ეს უკანასკნელი ისე უნდა გავიგოთ, რომ, პრინციპის დონეზე, საქართველოს ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, მაგრამ ამაზე მსჯელობას შეიძლება დავუბრუნდეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლება რადიკალურად შეცვლის პოლიტიკას.
ლოგიკურად ეს არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს; მაგრამ რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ არსებული ხელისუფლება დარჩეს და თან პოლიტიკა პრინციპულად შეცვალოს, ამაზე შეიძლება ყველას ჩვენ-ჩვენი აზრი გვქონდეს.
გავიმეორებ, რომ ეს არის მთლიანად ევროპარლამენტის რეზოლუცია და არა კუბილიუსის ან ფონ კრამონის პირადი აზრი. „ოცნება“ იძულებული იქნება აღიაროს, რომ, მის ხელში, საქართველოს ზოგადად ევროკავშირთან გაუფუჭდა ურთიერთობა.
რა თქმა უნდა, ევროპარლამენტი საკითხს არ წყვეტს, მისი აზრი მხოლოდ რეკომენდაციაა. მაგრამ ის ასახავს ევროკავშირის ზოგად განწყობას. უკრაინას და მოლდოვას სულაც არა აქვს გარანტირებული, რომ კანდიდატის სტატუსს მიიღებენ - ამას წევრი ქვეყნები გადაწყვეტენ. მაგრამ მათ შანსი აქვთ. ჩვენს შემთხვევაში, ვშიშობ, პრაქტიკულად შანსიც აღარ არსებობს“, - აცხადებს გია ნოდია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.