საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში
„მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატებს ქართული სამხედრო მრეწველობის
განვითარებისა და გაძლიერების მიმართულებით არსებულ, მიმდინარე და სამომავლო
პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია.
„ქართული სამხედრო მრეწველობის განვითარება ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი
პრიორიტეტია,“- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა და ყურადღება გაამახვილა
„დელტადან“ ქართული ჯარის სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროდუქციით მომარაგების
საკითხზე. მისი თქმით, ბოლო წლებში დიდგორის დაახლოებით 50 ერთეული
სხვადასხვა მოდიფიკაცია უკვე გადაცემული აქვს თავდაცვის ძალებს და ეს პროცესი
მომავალშიც გაგრძელდება.
მინისტრმა ასევე, აღნიშნა „დელტას“ მიერ დაფუძნებული შპს „დელტა ტექსტილის“
მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტი - სამხედრო მოსამსახურეებისთვის
მაღალი ხარისხის ქართული პროდუქციის წარმოება. „პროექტის განხორციელების
შედეგად თავდაცვის ძალები უკვე იღებს უმაღლესი ხარისხის სხვადასხვა
პროდუქციას. ასევე, საწარმო აქტიურად თანამშრომლობს ევროპულ ბრენდებთან და
მომავალში იგეგმება წარმოების გაზრდა“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.