პატრიარქი პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას ვერ დაესწრება
21-02-2014, 11:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას ვერ დაესწრება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოდან აცნობეს.

 


"პატრიარქს ძალიან დიდი დატვირთვა აქვს და უბრალოდ, დღევანდელ სხდომას პარლამენტში ვერ დაესწრება", - აცხადებენ საპატრიარქოში.

 

 

რაც შეეხება პატრიარქის გრაფიკს, გუშინ კათოლიკოს-პატრიარქი ბეთანიაში იმყოფებოდა, სადაც ღირსი მამების: იოანე მაისურაძისა და გიორგი (იოანე) მხეიძის წმინდა ნაწილების ამოსვენებას დაესწრო და პარაკლისი გადაიხადა.

 


ამასთან, ხვალ სამთავროს დედათა მონასტერში წმინდა მამა გაბრიელის საფლავი გაიხსნება, სადაც პატრიარქი ასევე მიბრძანდება. საკვირაო წირვას კი უწმინდესი მცხეთაში აღავლენს.

 


საქართველოს პრეზიდენტი დღეს, 14.00 საათზე პარლამენტის წინაშე წარსდგება. პრეზიდენტს პარლამენტში 45-წუთიანი გამოსვლა ექნება. პრეზიდენტი ქვეყნის მდგომარეობის მნიშვნელოვან საკითხებს შეეხება.

 

 

 

 

 

 

http://www.interpressnews.ge/ge/politika/270897-patriarqi-prezidentis-parlamentshi-gamosvlas-ver-daestsreba.html 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი