ირაკლი ღარიბაშვილი: ახალი სპორტის სასახლე დასრულებულია და მზად ვართ, რომ „ევრობასკეტს“ ვუმასპინძლოთ
11-06-2022, 14:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ახალი სპორტის სასახლე დასრულებულია და მზად ვართ, რომ „ევრობასკეტს“ ვუმასპინძლოთ,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში, ახლად აშენებული სპორტის სასახლის დათვალიერების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურმა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მშენებელ კომპანიას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ კომპანიამ რეკორდულ დროში ააშენა უნიკალური კომპლექსი.

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, „ევრობასკეტი“1 სექტემბერს გაიმართება, მანამდე კი, 4 ივლისს გაიმართება სატესტო მატჩი.

 

„მე მინდა ჩვენს მოქალაქეებს ვაცნობო, რომ ჩვენი ქვეყანა მზად არის, რომ „ევრობასკეტს“ ვუმასპინძლოთ, რომელიც 1 სექტემბერს გაიმართება. მანამდე, 4 ივლისს, სატესტო მატჩი გაიმართება, ეს ახალი დარბაზი არის დასრულებული და კიდევე ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ მზად ვართ, რომ მივიღოთ და ვუმასპინძლოთ „ევრობასკეტს“. მე მინდა მადლობა გადავუხადო კულტურის და სპორტის სამინისტროს, ასევე , მადლობა მინდა გადავუხადო მშენებელ კომპანიას, რომელმაც, შეიძლება ითქვას, რომ რეკორდულ დროში მოასწრო და ააშენა ეს არაჩვეულებრივი, უნიკალური კომპლექსი და მე მინდა ჩვენს მაყურებლებს, სპორტის გულშემატკივრებს მივულოცო დღევანდელი დღე“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში ახლად აშენებული სპორტის სასახლე, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანთან ერთად დაათვალიერა.

 

ახალი სპორტის სასახლის ფართობია 25000 კვადრატული მეტრი და 10 000 მაყურებელზეა გათვლილი. შენობა მულტიფუნქციური სპორტული სივრცეა, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი სახეობის და მასშტაბის სპორტულ და კულტურულ ღონისძიებას უმასპინძლოს.

 

შენობა აშენებულია თანამედროვე სტანდარტებით და აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით. ახალი სპორტის სასახლე 4 ივლისს "ევრობასკეტის"პირველ ტესტ მატჩს უმასპინძლებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი