"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ საოლქო ორგანიზაციების კონფერენცია ამჯერად იმერეთში, ხონის მუნიციპალიტეტში გახსნეს. როგორც კალაძემ კონფერენციის დასრულების შემდეგ განაცხადა, პარტიის თავმჯდომარეების არჩევის პროცესში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიღებს მონაწილეობას და სამომავლოდ იმ ხარვეზების გამოსწორებას შეეცდებიან, რაც პარტიის სტრუქტურულად ჩამოყალიბების გზაზე დაუშვეს.
"ჩვენ დავიწყეთ მთელი საქართველოს მასშტაბით, საოლქო კონფერენციების ჩატარება. დღეს, ვიმყოფებით იმერეთში, ხონის მუნიციპალიტეტში. კონფერენციები იმერეთის კიდევ ორ მუნიციპალიტეტში გაიმართება: თერჯოლასა და ხარაგაულში, სადაც ავირჩევთ პარტიის თავმჯდომარეებს და ბიუროს წევრებს.
თქვენ იცით, რომ საოლქო ორგანიზაციების კონფერენციები ასევე გაიმართა აჭარასა და გურიაში. სამომავლოდ, პარტიის თავმჯდომარეების არჩევის პროცესში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიღებს მონაწილეობას და ეს პროცესი აქტიურად გაგრძელდება.
თქვენ იცით, რომ ჩვენ აქტიურად დავიწყეთ მუშაობა პარტიის გაძლიერებაზე, პარტიის სტრუქტურულად ჩამოყალიბებაზე, ამ მიმართულებით ჩვენ გარკვეული პრობლემები, ხარვეზები გვქონდა, რადგან სამი წლის მანძილზე სულ საარჩევნო პროცესში ვიმყოფებოდით, თუმცა დღეს გვაქვს რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ პარტია სტრუქტურულად გავაძლიეროთ და მოვემზადოთ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის", - განცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.