ლეჩხუმში, ხვამლის მთაზე, ხვამლობის დღესასწაული აღინიშნა.
ხვამლობა მოძრავი დღესასწაულია და ყოველთვის სულთმოფენობის წინა დღეს აღინიშნება.
საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოდიან მომლოცველები, უცხოელი ტურისტები და ვიზიტორები.
ხვამლის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში წირვა აღავლინა ჭყონდიდის, ცაგერის და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ.
მრევლთან ერთად სადღესასწაულო წირვას დაესწრნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები.
ინფორმაციას ცაგერის მერია ავრცელებს და მოქალაქეებს ხვამლობის დღესასწაულს ულოცავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.