ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში მცხოვრებ ეზიდებს აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ეზიდთა ერთადერთი ტაძრის „ზიარატა ეზიდის“ გახსნის დღეს ულოცავს
12-06-2022, 14:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში მცხოვრებ ეზიდებს აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ეზიდთა ერთადერთი ტაძრის „ზიარატა ეზიდის“ გახსნის დღეს ულოცავს.


პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ ტაძრის დაარსება ქართული ტოლერანტული ბუნებისა და ეზიდებისადმი უდიდესი პატივისცემის მკაფიო დასტურია, რასაც 2015 წელს “ქართული ოცნების” პოლიტიკურმა გუნდმა შეუწყო ხელი.

 

 

მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს, ასევე, საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოს დაარსების 10 წლის იუბილეა, ქართველები და ეზიდები ერთად აშენებენ ქვეყნის მომავალს და ერთად ზრუნავენ მის გაუმჯობესებასა და განვითარებაზე, რაც უაღრესად დასაფასებელია.

 

 

“დღეს მთელს აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ეზიდთა ერთადერთი ტაძრის „ზიარატა ეზიდის“ გახსნის დღეა. მინდა მივულოცო ეს დღე საქართველოში მცხოვრებ ეზიდებს.

 


ტაძრის დაარსება ქართული ტოლერანტული ბუნებისა და ეზიდებისადმი უდიდესი პატივისცემის მკაფიო დასტურია, რასაც 2015 წელს ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა შეუწყო ხელი.

 

 

ჩვენს შორის არსებული ძმური და სამაგალითო მეგობრობაზე აგებული ურთიერთობა მრავალ წელს ითვლის. ჩვენ ერთად ვაშენებთ ქვეყნის მომავალს და ერთად ვზრუნავთ მის გაუმჯობესებასა და განვითარებაზე, რაც უაღრესად დასაფასებელია.

 

 

დღეს, ასევე, საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოს დაარსების 10 წლის იუბილეა.

 

 

კიდევ ერთხელ ვულოცავ საქართველოში მცხოვრებ ეზიდებს დღევანდელ დღეს, ვუსურვებ მშვიდობას, განვითარებასა და კეთილდღეობას”,-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი