ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად გაუგონარი რამეა, სააკაშვილი, გვარამია და ბიძინა ივანიშვილი დააყენა ერთ სიბრტყეში და გამოდის, რომ სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილისგან უნდა დაიცვას ეს ქვეყანა
13-06-2022, 09:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ნამდვილად არ ვიცი, რა უნდა პრეზიდენტს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული კომენტარის შეფასებისას განაცხადა.

 


„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გაიხსენა, რომ მმართველი გუნდი ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში აქტიურად იყო ჩართული.

 


„დაახლოებით 45 დღე გრძელდებოდა ეს პროცესი და ამ 45 დღის განმავლობაში რა უნდოდა, როდის, რას, რატომ ამბობდა, სამწუხაროდ, ვერ გავიგეთ, თუმცა მაინც მოვახერხეთ გამარჯვების მოპოვება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში. ძალიან მძიმე განცხადება მოვისმინეთ. მორალური თვალსაზრისითაც მძიმე მოსასმენი იყო განცხადება, რომელიც მან გააკეთა. აბსოლუტურად გაუგონარი რამეა, სააკაშვილი, გვარამია და ბიძინა ივანიშვილი დააყენა ერთ სიბრტყეში და გამოდის, რომ სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილისგან უნდა დაიცვას ეს ქვეყანა“, – განაცხადა კობახიძემ, რომლის კომენტარს პირველი არხი ავრცელებს.

 


მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებზე სწორედ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა იყო, იქიდან გამომდინარე, რომ პრეზიდენტი არის სიმბოლური ფიგურა და სწორედ სიმბოლური იყო, რომ ზურაბიშვილი დიასპორის წარმომადგენელი, ქალი და ევროპიდან ჩამოსული ადამიანი იყო.

 

 

არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინ წასვლაში, არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს. არავინ არის იმის ფასი, რომ ჩვენი ბავშვების მომავალი არ დავიცვა, ამისთვის ვბრუნდები საქართველოში და იქ დავიცავ ამ მომავალს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში განაცხადა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი