კოჯორში ახალგაზრდული ლეგიონის კურსდამთავრებულები დააჯილდოვეს
13-06-2022, 11:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე იმყოფებოდნენ კოჯორში იუნკერთა მემორიალთან, სადაც ახალგაზრდული ლეგიონის კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

 

 

დავით სუჯაშვილმა გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის წარმომადგენლებს, სამხედრო საქმისადმი ინტერესის გამო, მადლობა გადაუხადა. მან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ქვეყნისთვის მოხალისეთა ორგანიზაციების მნიშვნელობასა და მათ მიმართ სახელმწიფოს მხარდაჭერას. ახალგაზრდებს სიტყვით ეროვნული გვარდიის მეთაურმაც მიმართა.

 


110 მსმენელს, რომლებმაც სამხედრო და სალაშქრო კურსი წარმატებით დაასრულეს, ახალგაზრდული ლეგიონის სამხრეები და სერტიფიკატები გადაეცათ. მათ 10-კვირიანი პროგრამის ფარგლებში, საბაზისო სამხედრო და სალაშქრო სწავლება გაიარეს. კურსის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდები ლეგიონში გაწევრიანდნენ.

 

 

მოგვიანებით, ახალგაზრდული ლეგიონისა და საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისის“ სამეთაურო შემადგენლობას საზოგადოებაში თავდაცვის სამინისტროს პოპულარიზაციისთვის, თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, უწყებრივი მედლები - „სამშობლოსთვის თავდადებული“ და „ღირსეული პარტნიორი“ გადაეცათ.

 


ღონისძიებას ლეგიონერების ოჯახის წევრები და გულშემატკივრები დაესწრნენ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი