კახა კალაძე: ის დამოკიდებულება, რაც რეზოლუციის ჩანაწერში იყო ბიძინა ივანიშვილის მისამართით, კატეგორიულად მიუღებელია
13-06-2022, 13:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ევროპარლამენტის რეზოლუციის ჩანაწერში არსებული დამოკიდებულება, „ქართული ოცნების“დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მისამართით, კატეგორიულად მიუღებელია.

 


როგორც მან აღნიშნული თემის კომენტირებისას განაცხადა, არასერიოზულია მუქარა ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესებაზე.

 


„ამასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ გავაკეთე განცხადება, როდესაც რეზოლუციის შინაარსზე ვსაუბრობდი. სამარცხვინოა ამ ტექსტის თითოეული სიტყვა, სადაც გვეუბნებიან, თითქოს, ცუდი ადამიანია ივანიშვილი, რომელიც უამრავ საქველმოქმედო და კეთილ საქმეს აკეთებდა, აკეთებს და, რა თქმა უნდა, მომავალშიც გააკეთებს. მათ შორისაა ეკლესიების რეაბილიტაცია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა, ნატო-ს სტანდარტებთან მიახლოებული ბაზების აღჭურვა, უამრავი ადამიანის დახმარება-ხელშეწყობა, თუნდაც ცენტრალური პარკის მშენებლობა, უნივერსიტეტის მშენებლობა, რომელი ერთი ჩამოვთვალო. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციების დაწესებით შეაშინებს, პოლიტიკაში დააბრუნებს და ქვეყნის და ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყობს, იმისთვის, რომ ქვეყანა ომში ჩაერთოს, მერწმუნეთ, ტყუილად ირჯება. არავის არაფერი გამოუვა. ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, ვინც ყველაზე დიდი საქმე, რაც ჩემი აზრით, ქვეყანას გაუკეთა, იყო მისი პოლიტიკაში შემოსვლა და იმ ბოროტების და ქვეყნის მტრების მოცილება, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, ხელისუფლებაში იყო წარმოდგენილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი