ირაკლი ღარიბაშვილი: 630 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს, ასევე, მიწის ნაკვეთებს სხვადასხვა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში
13-06-2022, 14:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

630 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს, ასევე, მიწის ნაკვეთებს სხვადასხვა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 


პრემიერმა საკითხის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ის ზურაბ აზარაშვილმა ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მოამზადა.

 


„დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გამოგვაქვს. 630 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს, ასევე, მიწის ნაკვეთებს სხვადასხვა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, მათ შორის რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, თბილისში, გორში, გარდაბანში, წყალტუბოში, ზუგდიდში, ქარელში, მცხეთაში, ხონში, ბაღდათში, აბაშაში, ხობში, ხაშურში, ფოთსა და ზესტაფონში. ჯამში ეს არის 630 დევნილი ოჯახი, რომელთაც გადაეცემათ და დაუკანონდებათ სახელმწიფო ქონებები. ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც ბატონმა ზურაბ აზარაშვილმა ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მოამზადა და მთავრობამ გადაწყვიტა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი