მინდა შევახსენო ჩვენს თანამოქალაქეებს, საზოგადოებას, რომ უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გამოვიდა ღიად და თქვა, რომ მათი სურვილი იყო საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა და აქვე დაამატა, რომ არა მხოლოდ ჩვენი ქალები და ბავშვები უნდა იღუპებოდნენო, არამედ ეს ომი სხვაგანაც უნდა გადავიდესო, საქართველოში უნდა გადმოსულიყო მათი გეგმის მიხედვით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამ კამპანიაში ჩართული იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მთელი თავისი სატელიტებით.
„ახლა გავიხსენოთ ვინ იყო ამ პროცესში, ამ კამპანიაში ჩართული, რა თქმა უნდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მთელი თავისი სატელიტებით, ეს მეხუთე კოლონა, რომელიც 24 საათის განმავლობაში ებრძვის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ჩვენს სახელმწიფოებრიობას. ალბათ გახსოვთ მათი კოორდინირებული მოქმედებები, დაწყებული მას შემდეგ, რაც გავაკეთე ცნობილი განცხადებები ომის დაწყებიდან ძალიან მალე, რომელიც, სხვათა შორის, მინდა ყველას შევახსენო, რომ ამერიკის ლიდერით დაწყებული, ევროპელმა ლიდერებმა, ბრიტანეთის პრემიერმა, ყველამ თითქმის, დაახლოებით იგივე, ანალოგიური განაცხადეს, ცოტა მოგვიანებით, თუმცა მაინც განაცხადეს იგივე. აქ არავითარი აცდენა არ გვაქვს ჩვენ, არც პოლიტიკასთან, არც მოლოდინებთან და პროგნოზებთან“, - განაცხადა პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.