ირაკლი ღარიბაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ აფრთხილებს: უნდათ, რომ 20 ივნისს გამართონ აქცია... მინდა, ყველა გავაფრთხილო, რომ ვინმეს ილუზია არ ჰქონდეს, ვინმე არ წამოეგოს ამ პროვოკაციას, არც ერთ უკანონო ქმედებას არავის ვაპატიებთ
13-06-2022, 15:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მინდა, ყველა გავაფრთხილო, რომ ვინმეს ილუზია არ ჰქონდეს, ვინმე არ წამოეგოს ამ პროვოკაციას, არც ერთ უკანონო ქმედებას არავის ვაპატიებთ, ჩვენ, მთავრობა, კანონით მონიჭებული უფლებით და ძალით დავიცავთ ჩვენი მოქალაქეების მშვიდობას და ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 


"მას შემდეგ, რაც როგორც მოგახსენეთ დაწყებულია ეს კონტრაბანდული საქონლის შემოგზავნით და აქ რევოლუციის მოწყობა რომ უნდოდათ და არ გამოუვიდათ და აღმოჩნდა ციხეში. შემდეგ გახსოვთ, ჩამოიყვანეს ცნობილი რევოლუციონერი, რევოლუციის დამფინანსებელი და იდეოლოგი ასე ვთქვათ ბატონი აკერმანი, რომელიც ჩამოვიდა საჯაროდ, ღიად ჩამოვიდა, რომ მოემზადებინა ეს ჩვენი დესტრუქციული მეხუთე კოლონა, რომ მოეწყოთ მშვიდობიანი რევოლუცია, მშვიდობიანი გადატრიალება ქვეყანაში. ამ კაცს რა მოუვიდა ის ცალკე თემაა, მოკვდა ის კაცი, პატრონი მოუკვდათ ესე იგი ამ დესტრუქციულ ძალებს, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ახლა ესე იგი ამ ყოველგვარი ჩავარდნის შემდეგ, როცა ვერც ომში ჩააბეს ქვეყანა და ვერც ვერაფერი გააკეთეს, უნდათ, რომ 20 ივნისს გამართონ აქცია თითქოს ევროკავშირში რაღაც ინტეგრაციის და სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. მე ყველას შევახსენებ, მეგობრებო. ვინ ითხოვს, ამ აქციას ვინ ატარებს? შემთხვევით ის ძალა ხომ არა ვინც აქ ადამიანებს კლავდა, აუპატიურებდა, აწამებდა და ქვეყნის ტერიტორიებს მოღალატეობრივად ურიგებდა ოკუპანტ ქვეყანას და ომის შემდეგ რომელმაც ყველა სტრატეგიული ობიექტი ჩააბარა რუსეთს და ცალმხრივად გაუხსნა შემდეგ უვიზო რეჟიმი და პირადად ეს ბოროტი მასხარა სააკაშვილი ხვდებოდა საზღვარზე რუსეთის მოქალაქეებს, ეს ძალა ითხოვს თურმე ევროკავშირთან სტატუსის მინიჭებას, რომელსაც არაფერი გაუკეთებია, არაფერი გაუკეთებია დემოკრატიული რეფორმების გატარების თვალსაზრისით, მხოლოდ ჩვენ გავაკეთეთ, კიდევ ერთხელ ჩამოვთვლი - ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ახლა უკვე აპლიკაცია, რომელიც ჩვენ შევიტანეთ. ასე რომ, მინდა, ყველა გავაფრთხილო, რომ ვინმეს ილუზია არ ჰქონდეს, ვინმე არ წამოეგოს ამ პროვოკაციას, არც ერთ უკანონო ქმედებას არავის ვაპატიებთ. ჩვენ, მთავრობა, კანონით მონიჭებული უფლებით და ძალით დავიცავთ ჩვენი მოქალაქეების მშვიდობას და ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

კომენტარები: 3
#3   ნოდარ თურმანიძე
      
ბატონო ირაკლი,უკან არ დაიხიო,იმოქმედეთ კანონმდებლობის სრული დაცვით.ამასთან,გთხოვთ ოცნებამ ღირსეული პასუხი გასცეს ე.წ.,,მეგობრებს”,სინამდვილეში კი კორუმპირებულ ლობისტებს.ასევე,რატომ არ კეთდება კონკრეტულ სიყალბეებზე ნაცენჯეოების და მათი ტელევიზიების მხილება.კონკრეტულ ფაქტებით და არა ფეიკებით.რატომ ჭიანურდება ნაცების უკანონოდ,შეთხზული ბრალდებებით უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანების რეაბილიტირება.მთავარი,რაზეც ძალიან გაბრაზებული ვარ ოცნებაზე,რატომ წააგეთ ევროსტრუქტურებში ნაცებთან ბრძოლა.
19 ივნისი 2022 19:28
#2  დათო
      
მართალი კაცი ხარ ირაკლი, არ შეუშინდე გამოწვევებს.
19 ივნისი 2022 13:54
#1   მანანა გვარამაძე
      
ისე როგორც არასდროს ვენდობი :ირაკლი ღარიბაშვილს,მჯერა მისი და ვგულშემატკივრობ!
19 ივნისი 2022 10:40
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი