ვიცე-პრემიერი, კახი კალაძე თბილისის მერის მუშაობას დადებითად აფასებს, თუმცა ამბობს, რომ დედაქალაქში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად კიდევ უფრო მეტია სამუშაო.
კალაძე თბილისში გზების მშენებლობის პროცესში არსებულ ხარცეზებზეც საუბრობს.
"დათოს ძალიან ბევრს მუშაობს და ბევრ საქმეს აკეთებს. თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც გარკვეული საქმიანობით იყვნენ უკმაყოფილოები. ჩვენ ყველას გვინდა უკეთესობა, უკეთესი საქმიანობა. არიან ადამიანები, რომლებსაც კალაძის საქმიანობა არ მოსწონთ ან ვიღაცას უფრო მეტი უნდოდა. ეს ნორმალური პროცესია. მეც მეტს ვითხოვ ნარმანიას მიმართ და მეტი უნდა გააკეთოს. ვიცი, რომ თავდაუზოგადავად მუშაობს ბატონი დავითი და მისი გუნდი. ალბათ უკეთესი იქნებოდა, თუ გზების მშენებლობა უფრო დროულად მოხდებოდა. არ უნდა იყოს ისე, რომ ჯერ საფარის აღება ხდება და შემდეგ გარკვეული დროის დაგვიანებით სამუშაოების ჩატარება, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს", - განაცხადა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.