დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მელიქიშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაცია 17 ივნისს, საღამოდან დაიწყება და ქუჩა მთლიანად გადაიკეტება. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, აღნიშნული ქუჩა აღდგება ისე, როგორც თანამედროვე ინფრასტრუქტურას შეესაბამება.
„ვიწყებთ მელიქიშვილის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას. პროექტის ფარგლებში, მთლიანად შეიცვლება მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები. განახლდება სანიაღვრე ქსელი, წყლისა და წყალარინების სისტემები, გაზის მილები. ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვემოთ განთავსდება. დამონტაჟდება განათების ბოძები LED სანათებით. მოეწყობა ტროტუარები, ახალი მოსაცდელები, საავტობუსე ზოლები, ველობილიკი. დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნები და ქუჩაზე არსებული ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად ადაპტირდებაშშმ პირებისთვის. მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია 17 ივნისს, საღამოდან დაიწყება და ქუჩა ჩაიკეტება. პროექტის განხორციელების პერიოდში, ვარაზისხევი და კოსტავას ქუჩა ორმხრივი გახდება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
სარეაბილიტაციო არეალი ვარაზისხევიდან ჭოველიძის ქუჩის შესახვევამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს მოიცავს. სამუშაოების წარმოების პერიოდში, აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო გადაადგილება შეიზღუდება.
პროექტი დედაქალაქის ბიუჯეტიდან 6 388 000 ლარით ფინანსდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.