სალომე ზურაბიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ: „ვიმუქრებით, თუ არ მოგვცეს სტატუსი, ფარდას ავხდითო. არ ვიცი, რა ფარდას ავხდით და როგორ ავხდით, მაგრამ ფარდა ჩვენზე რომ ნელ-ნელა ახდილია, ეს უნდა გვადარდებდეს, მე მგონი“
14-06-2022, 22:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„დღეს კიდევაც ერთგვარად ვიმუქრებით, თუ არ მოგვცეს სტატუსი, ფარდას ავხდითო. არ ვიცი, რა ფარდას ავხდით და როგორ ავხდით, მაგრამ ფარდა ჩვენზე რომ ნელ-ნელა ახდილია, ეს უნდა გვადარდებდე, მე მგონი“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საპასუხოდ, თუმცა მას საქართველოს მთავრობის მეთაური არ უხსენებია.

 

 

„დაველოდები 23-24 ივნისს და თუ ევროკომისიის გადაწყვეტილება უსამართლო და ისეთივე შეურაცხმყოფელი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის, ყველაფერს ფარდას ავხდი და ჩვენს ხალხს ყველაფერს ვეტყვი" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში 11 ივნისს განაცხადა.

 

 

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატურის მიღების შანსი უკრაინელების თავგანწირვის, თავისუფლებისთვის ბრძოლის შედეგია, ხოლო კანდიდატურის საკითხში უკან დახევა კი საქართველოს ხელისუფლების და ნაწილობრივ, ოპოზიციის ქმედებების, პოლიტიკური ნაბიჯების ან არგადადგმული ნაბიჯების შედეგია.

 


„რეზოლუციის გარდა, არის კანდიდატურის განხილვის საკითხი. პირველი ჯერ უნდა ითქვას, რომეს აჩქარებული პროცესი, აჩქარებულო ნაბიჯი, კანდიდატურის მიღების შანსი ჩვენი დამსახურება არ არის, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ უკრაინის და უკრაინელების თავგანწირვის, თავისუფლებისთვის ბრძოლის შედეგი. სამ მარტს კანდიდატურის განცხადებაზე ხელის მოწერა მხოლოდ ამის შედეგია და ამისთვის მადლიერების გამოხატვა გვევალება. კანდიდატურის საკითხში უკან დახევა, ჩვენი ადგილის უკან დახევა კი ჩვენი, ანუ ჩვენი ხელისუფლების და ნაწილობრივ ასევე ოპოზიიციის ქმედებების პოლიტიკური ნაბიჯების ან არ გადადგმული ნაბიჯების შედეგია. შეიძლება, ჩამოვთვალო მთელი რიგი ნაბიჯები, რაც მიღებული იქნა ხელისუფლების მიერ იმ დღიდან, როცა ჩვენ ვიკრიბებოდით პეტრაში, ბათუმში და დეკლარაციას ვიღებდით, აქეთ ზელენსკი, აქეთ, მაია სანდუ და შარლ მიშელი. ეს იყო ჩვენთვის ძალიან დიდი გადადგმული ნაბიჯი ტრიოს ფორმატში. ამის შემდეგ დაიწყო და აღარ გაჩერებულა სხვადასხვა გადაწყვეტილება, პირველ რიგში, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება. კაცი ჩამოვიდა 19 ივლისს და 28 ივლისს გამოვაცხადეთ ანულირება, შემდეგ 5 ივლისის საქმეზე არაშედეგიანი გადაწყვეტილებები, არაქმედითი გადაწყვეტილებები, 75 მილიონიან ევროკავშირის სესხზე უარის თქმა ისე, რომ ჩვენ ეს რაში გვჭირდება, უარის თქმა გენპროკურორის ახალი არჩევის წესთან დაკავშირებით, რომელიც ასევე უკავშირდებოდა შარლ მიშელის დოკუმენტს, სექტემბერში გავრცელებული მიყურადების ფირები, ნოემბერში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნა, ნოემბერში ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევისა და მანდატის გაგრძელების წესის შეცვლა, უზენაეს სასამართლოში აჩქარებული წესით ოთხი მოსამართლის დანიშვნა დეკემბერში, როცა გვთხოვდნენ ამის შეჩერებას. დეკემბერში კიდევ სასწაული, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება გაუფრთხილებლად და ესეც აჩქარებული ტემპით. თუნდაც შეიძლება, ვახსენოთ გვარამიას უდროო და სასჯელის ყველაზე მძიმე ფორმით დაკავება, როცა უკვე ვიცოდით, რომ ეს საკითხები დადგებოდა ევროპარლამენტის რეზოლუციაში და ამაზე მე კი მითხრეს, რომ სასამართლოს დროულობა არ ახასიათებს, მაგრამ პოლიტიკას კი, ჩვენ თუ გვინდა შედეგიანი პოლიტიკა, ყველაფერზე უნდა ვიფიქროთ. ბოლოს ახლა აჩქარებული წესით ასევე მიყურადების კანონში ცვლილების შეტანა, ეს ყველაფერი გარედან იკითხება, რომ ყველაფერი ისე გადადგმულია, დიდად არ ვანიჭებთ არანაირ მნოშვნელობას ევროკავშირის რეაქციებს, არ ვაჩვენებთ ჩვენს პოლიტიკურ ნებას, რომ ვიაროთ ამ მიმართულებით და შეიძლება, სხვა რამე გვაინტერესებდეს.

 


არჩევნებისა და კოვიდის შემსუბუქების შემდგომ არ ყოფილა ხელისუფლების, მთავრობის მხრიდან მაღალი დონის ვიზიტები რომელიმე წამყვან ევროპულ ქვეყანაში – გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, პოლონეთი ან კიდევ დიდი ბრიტანეთი, არც აშშ-ში და არც კანადაში.

 

ჩვენთან ასევე შესამჩნევლად შემცირდა მაღალი დონის ევროპელი ვიზიტორები. ესეც ხომ რაღაცის მანიშნებელი უნდა იყოს და უნდა დავფიქრდეთ. ამავე დროს, ჩვენ ყველას ვეჩხუბებით და ყველას ვაწყენინეთ შეურაცხმყოფელი განცხადებებით. სამივე ბალტიის ქვეყანა ტრადიციულად ჩვენი მთავარი მოკავშირეები იყვნენ ევროინტეგრაციის გზაზე, პოლონეთი, რომელიც ესოდენ ჩართული არის, ეხმარება უკრაინას და ცხადია, თვითონ უკრაინა.

 


თვითონ შარლ მიშელი სამჯერ ჩამოვიდა ამ ქვეყანაში და გვევლინებოდა, როგორც ერთ-ერთი ჩვენი ინსტიტუციური მხარდამჭერი, მაგრამ მას აღარც ვაძლევთ საშუალებას, რომ ჩვენ მხარეს დადგეს, რამეთუ მას მიუბრუნდებიან და ეტყვიან, რომ თქვენი დოკუმენტი არ შეასრულეს და როგორ უჭერს მხარს. ასევე, გავანაწყენეთ ევროპარლამენტარები და ევროპარლამენტის ყველაზე ძლიერი პარტია, რომელიც ასევე ევროპარლამენტის თავმჯდომარის პარტიაა, ანუ, ყველა ის ინსტიტუტი და დღეს კიდევაც ერთგვარად ვიმუქრებით, თუ არ მოგვცეს სტატუსი, ფარდას ავხდითო. არ ვიცი, რა ფარდას ავხდით და როგორ ავხდით, მაგრამ ფარდა ჩვენზე რომ ნელ-ნელა ახდილია, ეს უნდა გვადარდებდეს, მე მგონი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

კომენტარები: 2
#2   dato modebadze
      
ქალბატონო პრეზიდენტო. თქენ ამბობთ რომ, საქართველოს მისახლეობის88% მომხრეა ევროკავშირის. ეს ესე ააღარ არის,მას შემდეგ, რაც ევროპამ და ამერიკამ ქართველი ხალხის ღირსების, ტრადიციების, ეკლესიის და კულტურის მიმართ არასთანადო დამოკიდებულება აჩვენეს, ამ პროცენტებმა საგრძნობლად დაიწია, ისე დაიწია რომ ვერც კი წარმოიგენთ. მე ძალიან მინდა რომ ეს ასე არ იყოს და ჩვენ გავხთედ ევრიპის ღისეული ოჯახის წევრები. მჯერა რომ პრემიერი ქართველი ღირსეული კაცია და აკეთებს მას რაც ქართველ ხალხს სურს.ამ კაცს გვერდში დგომა უნდა და არა დაპირისპირება.პრეზიდენტი შიდა მტრებთან ბრძოლაში გვერდით უნდა დაუდგეს მთავრობას და ღირსეული ქართველის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ, მადლიერება გამოხატოს და უკრაინის მთავრობის აზრები(რომელმაც დაღუპა უკრაინა) არ მოგვახვიოს თავს. ომიც ვიცით და მტრის ფასიც.
15 ივნისი 2022 15:52
#1   Louanne
      
When someone writes an paragraph he/she keeps the plan of a
user in his/her mind that how a user can understand it.
Thus that's why this article is great. Thanks!



My website; joker 388
15 ივნისი 2022 11:22
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი