„ბორენკას კადაფის ან/და ჰუსეინის ან/და მილოშევიჩის ბედის გაზიარება არ ასცდება. დიქტატორის მოშორების სხვა რეცეპტი მსოფლიოს უახლეს ისტორიას არ ახსოვს“, - ამის შესახებ „ფეისბუქში“ „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, დმანისის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი გიორგი ტატუაშვილი წერს.
„ჩვენი ხელისუფლების საზრუნავი სამწუხაროდ იყო და არის მხოლოდ და მხოლოდ ბორენკას ინტერესების დაცვა და გატარება, ხოლო ქართული სახელმწიფო ინტერესები ცალ ფეხზე ეკიდა და ჰკიდია. ბორენკას კადაფის ან/და ჰუსეინის ან/და მილოშევიჩის ბედის გაზიარება არ ასცდება. დიქტატორის მოშორების სხვა რეცეპტი მსოფლიოს უახლეს ისტორიას არ ახსოვს. საკითხავი ის არის, რამდენად დაზიანდება ქართული მრავალსაუკუნოვანი (აქ იგულისხმება საუკუნეთა მიმდინარეობის პროცესში სახელიწიფოს აღზევება და დაცემა) ისტორიის მქონე სახელმწიფო, ასევე გახდება თუ არა ღარიბაშვილი 21-ე საუკუნის ორჯონიკიძე, კობახიძე მახარაძე, ხოლო ბორენკა სამშობლოს გამყიდველი ყორღანაშვილი“, - წერს გიორგი ტატუაშვილი, რომელიც 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დმანისის მუნიციპალიტეტის მერი „ქართული ოცნებიდან“ გახდა, თუმცა მოგვიანებით მმართველი პარტიის რიგები დატოვა და 2021 წლის არჩევნებზე, დმანისის მერობის კანდიდატად „ნაციონალური მოძრაობიდან“ იყო წარდგენილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.