გერმანიის გარკვეული პოლიტიკური წრეები, მათ შორის კი ოპოზიციური ფრაქცია CDU/CSU საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სწრაფი მინიჭების ინიციატივით გამოდიან, რასაც თავის მხრივ, გერმანული მედია აქტიურად აშუქებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული.
„გავრცელებული ინფორმაციით, CDU/CSU-ს მიერ შემუშავებულ რეზოლუციაში, ფრაქცია მოუწოდებს ფედერალურ მთავრობას, მხარი დაუჭიროს და ადვოკატირება გაუწიოს 23-24 ივნისს დაგეგმილ სამიტზე სამივე ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭებას. ფრაქციის ევროპის პოლიტიკის სპიკერის, გუნტერ კრიხბაუმის განცხადებით, სამი ქვეყნისთვის ევროკავშირის კარის გახსნა, თავად ევროკავშირის ინტერესებშია. გამომდინარე იქიდან, რომ გაწევრიანების პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია, ფრაქცია ითხოვს სამი ქვეყნის სრულ გაწევრიანებამდე ახალი მოდელის შექმნას, რომელიც ამ ქვეყნების ევროკავშირთან კიდევ უფრო მჭიდრო დაკავშირებას გახდის შესაძლებელს, მათ შორის საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის სფეროებში.
აღსანიშნავია, რომ რეზოლუციის ტექსტზე დისკუსია და კენჭისყრა ჯერ უნდა გაიმართოს ფრაქციის ფარგლებში, ფრაქციის მიერ დოკუმენტის დამტკიცების შემთხვევაში კი, დოკუმენტი წარედგინება ბუნდესტაგს, სადაც გაიმართება დებატები და კენჭისყრა. რეზოლუციის პროექტის სახელწოდებაა „უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სწრაფი მინიჭება“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.