ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბნის III მიკრორაიონში რეკრეაციული სივრცის მოწყობა მიმდინარეობს
15-06-2022, 17:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბნის III მიკრორაიონის II კვარტალში, N32-33 კორპუსების მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია და სპორტული სივრცის მოწყობა მიმდინარეობს. რეკრეაციული სივრცის ფართობი 5 800 კვ.მ-ია.

 


პროექტის ფარგლებში, საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდება, მოეწყობა მაგიდის
ჩოგბურთის სივრცე, კალათბურთის მოედანი, საფეხმავლო და ველობილიკი,
ძაღლების სასეირნო სივრცე, გარე განათების ქსელი, სარწყავი სისტემა და
დასასვენებელი პავილიონი. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ
ფეხბურთის მოედანს. სკვერში დაირგვება სხვადასხვა ჯიშის ნერგები და დაიგება
ბალახის საფარი.

 


მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე
თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხელაძესთან ერთად გაეცნო.
გამგებელი და დეპუტატი ადგილობრივ მცხოვრებლებსაც შეხვდნენ.

 


„ზღვისუბანში რეკრეაციულ პროექტს ვახორციელებთ, რომლის ფარგლებშიც,
საბავშვო გასართობი ზონა და სპორტული ინფრასტრუქტურა ეწყობა. აქტიურად
მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები და პროექტი შემოდგომაზე
დასრულდება. ზღვისუბნის მოსახლეობას კიდევ ერთი ახალი დასასვენებელი
სივრცე ექნება“, - განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ.

 


პროექტის ღირებულება 589 096 ლარია. სამუშაოები ნაძალადევის რაიონის
გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი