საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, თედო ჯაფარიძე გერმანიის ელჩს საქართველოში ბეტინა კადენბახისს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების გზებზე, ორი ქვეყნის პარლამენტსა და კონკრეტულად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ურთიერთობები გერმანელ კოლეგებთან უნდა იყოს აქტიური, ინტენსიური და შედეგზე ორიენტირებული. მხარეებმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციაზე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობაზე, რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს და გეოპოლიტიკური ვითარება მიმოიხილეს.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სტუმარს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა და ქვეყნის განვითარების საგარეო პრიორიტეტები გააცნო.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, იგი ცოტა ხნის წინათ ვიზიტად გერმანიაში იმყოფებოდა, სადაც მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა. თედო ჯაფარიძემ ელჩს გერმანელი კოლეგისთვის გასაგზავნი მადლობის წერილი გადასცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.