მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მთელ მიმართულებაზე გზა გაწმენდილია, ხოლო გუდაური-კობის საუღელტეხილო მონაკვეთზე გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით ნებისმიერი სახის ავტომობილისთვის არის ნებადართული. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე 24 საათიან რეჟიმში მუშაობს შესაბამისი სამსახური და მუდმივად მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა.
"საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მთელი პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მთელ მიმართულებაზე გზა გაწმენდილია. გუდაური-კობის საუღელტეხილო მონაკვეთზე (კმ94-კმ104), რომელიც ზღვის დონიდან 2400 მეტრზე მდებარეობს, 15 გრადუსი ყინვის პირობებში, შენარჩუნებულია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით მოძრაობის რეჟიმი ყველა სახის ავტოტრანსპორტისათვის (გზა გაწმენდილია და დაყრილია ქვიშა-მარილი).
გზის გაწმენდითი სამუშაოები გუდაური-კობის მონაკვეთზე ოპერატიულად ხორციელდება. ამისათვის ადგილზე 24 საათიან რეჟიმში მუშაობს შესაბამისი სამსახური და მუდმივად მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კომპეტენციაა გზის გაწმენდა და შესაბამისი რეჟიმის დაწესება. ხოლო, დაწესებული რეჟიმისათვის შეუსაბამო აღჭურვილობით (ზამთრის პერიოდის შესაბამისი საბურავები და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები) მოძრავ ავტოტრანსპორტს, საპატრულო პოლიცია მისი უფლებამოსილების ფარგლებში, გადაადგილების უფლებას არ აძლევს.
მივმართავთ ტელეარხებს, რომ თვითონ, ადგილზე გადააამოწმონ გზაზე არსებული მდგომარეობა და არ იხელმძღვანელონ მხოლოდ იმ მძღოლების განცხადებებით, რომელთა ავტოტრანსპორტი სხვადასხვა მიზეზის გამო არ გაატარეს გაწმენდილ საგზაო მონაკვეთზე.
საავტომობილო გზებზე დიდთოვლობისა და ლიპყინულის დროს შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოგიწოდებთ:
დაიცავით საავტომობილო გზებზე დაწესებული რეჟიმები! გამოიყენეთ ზამთრის პერიოდის შესაბამისი საბურავები! თან იქონიეთ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები!",- ნათქვამია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.