საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოსთვის ახალი, 280 მლნ აშშ დოლარის მოცულობის პროგრამა დაამტკიცა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ეს არის საფინანსო ინსტრუმენტი (Stand-By Arrangement) ე.წ. ბუფერული თანხა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში (მიმდინარე მდგომარეობით ჩამორიცხვა არ იგეგმება), იქნება ათვისებული და წარმოადგენს დაზღვევის მექანიზმს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის.
ახალი პროგრამის დამტკიცებასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ რელიზში ხაზგასმულია, რომ პროგრამის მიზანია ფისკალური ბუფერების აღდგენა, ფისკალური ჩარჩოს გაძლიერება, გარე საფრთხეებისადმი მოწყვლადობისა და ინფლაციის შემცირება, ფინანსური სექტორის მდგრადობის შენარჩუნება, ისევე, როგორც უფრო ძლიერი და მეტად ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ ფონდის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს ხელისუფლების პროგრამა მიზნად ისახავს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შემდგომ განმტკიცებას, საშუალოვადიანი ზრდის პერსპექტივების გაზრდას რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე.
„ახალი სამწლიანი პროგრამის დაწყებაზე შეთანხმება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მისიასთან მიღწეულ იქნა მიმდინარე წლის აპრილში მაკროეკონომიკური პარამეტრების იმ პერიოდისათვის არსებული მონაცემებისა და დაშვებების გათვალისწინებით. ახალ პროგრამაში ასახულია ყველა ის სტრუქტურული რეფორმა, რომელიც საქართველომ წარადგინა, მათ შორის, სახელმწიფო საწარმოების მართვის, განათლების, შრომის ბაზრის განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით“, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.