ბრიუსელში მიმდინარე ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს
თავდაცვის მინისტრი ალიანსის შტაბ-ბინაში გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო.
შეხვედრის თემა, რომელსაც ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი
ხელმძღვანელობდა, უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებისა და სამომავლო სტრატეგიის
განხილვას მოიცავდა.
ჯუანშერ ბურჭულაძე ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების თანდასწრებით
სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ წარმოადგენს იმ ქვეყნის თავდაცვის მინისტრს, რომელიც
ათწლეულების განმავლობაში ნატოს სამშვიდობო ოპერაციებში ერთ-ერთი უმსხვილესი
კონტრიბუტორი იყო, ეს კი, თავდაცვის ძალების მოდერნიზაციასა და ტრანსფორმაციასთან
ერთად, ქვეყანას კიდევ უფრო აძლიერებს და ალიანსთან თავსებადს ხდის.
სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა გართულებული უსაფრთხოების გარემოს ფონზე ალიანსთან
ინტენსიური თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მან უკრაინის მიმართ მხარდაჭერა
გამოხატა და აღნიშნა, რომ ქვეყანა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად ძალისხმევას არ
იშურებს და მშვიდობიან განვითარებას განაგრძობს. „დღეს ჩვენ ისე გვჭირდება აგრესორის
წინააღმდეგ გაერთიანებული ყოფნა, როგორც არასდროს. ევროპული უსაფრთხოების
არქიტექტურა ვერ იქნება სრულყოფილი შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებისა და
სტაბილურობის გარეშე“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ და აღნიშნა, რომ საქართველო
მიესალმება სათანადო მხარდაჭერის მიღებას, როგორც საქართველოსთვის მოკავშირეთა
გაძლიერებული დახმარების ხელშესახებ მექანიზმს. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ
აღნიშნული პროცესი კონკრეტული შედეგებით მადრიდში დაგეგმილ ნატოს სამიტზე გახდება
ცნობილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.