ელენე ხოშტარია ადასტურებს, რომ მამამისს, გოგი ხოშტარიას, უკვე 25 წელია რუსეთიდან ერიცხება თანხები
16-06-2022, 15:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პოლიტიკოს ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრს რუსეთიდან მილიონობით რუსული რუბლი ერიცხება, თავად ხოშტარია პასუხობს და „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში ადასტურებს, რომ მამამისს, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრს, გოგი ხოშტარიას, როგორც სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრეს, უკვე 25 წელია რუსეთის ერთ-ერთი თეატრიდან ერიცხება ჰონორარები.

 


„ირაკლი რუხაძის მხილებამ ძალიან ააღელვა „იმედი“. მინდა გითხრათ, უახლოეს დღეებში კიდევ გაგაცნობთ მასალას რუხაძის კავშირებზე სანქცირებულ ადამიანებთან.

 


ხოშტარიას კრემლიდან ერიცხება ფულიო.

 


მამაჩემი არის სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრე, თეატრის მხატვრის, რომელიც მეოცე საუკუნეში მოღვაწეობდა მარიინსკის თეატრში და რომლის სპექტაკლები მთელ მსოფლიოში იდგმება. შესაბამისად, ჰონორარები ერიცხება ყველა მისი დადგმული სპეკტაკლიდან უკვე 25 წელია.

 


რუსეთის საავტორო ორგანიზაცია „რაოსთან“ გაწყვეტილი აქვს ურთიერთობა.

 


არ გამოვა ეს აფიორა და არც რუხაძეს უშველის ეს. ყველა ფაქტს ოლიგარქიული მმართველობის საყრდენების შესახებ ვამხელ და გადავცემ პარტნიორებს“, - წერს ელენე ხოშტარია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი