ამერიკის შეერთებული შტატები კიევის ქუჩებში განვითარებული მოვლენებით შეწუხებულია. როგორც აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, უკრაინის პრეზიდენტ იანუკოვიჩს არჩევანის საშუალება აქვს.
"ყველა ძალიან შეწუხებული ვართ ძალადობის იმ სცენებით, ქუჩებში მოქალაქეთა უფლებების იმ მასშტაბური დარღვევებით, რომელიც უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში ხდება. მომხდარის გამო მთელი გულით უკრაინელ ხალხთან ერთად ვართ.
პრეზიდენტ იანუკოვიჩს აქვს არჩევანის საშუალება. არჩევანია, დაიცვას ხალხი, რომელსაც ის ემსახურება, ყველა ადამიანი; გააკეთოს არჩევანი კომპრომისსა და დიალოგს და ძალადობასა და არეულობას შორის. ვფიქრობ, არჩევანი ნათელია. ჩვენს მეგობრებთან ერთად ევროპასა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ვსაუბრობთ შესაძლო სანქციებზე, რათა შევეცადოთ, შევქმნათ კომპრომისისთვის აუცილებელი გარემო" - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.
მისი თქმით, აშშ-ს სურვილია იანუკოვიჩმა ხალხი გააერთიანოს, დიალოგი ოპოზიციასთან გამართოს, კომპრომისი მოძებნოს და უკრაინელი ხალხის ფართო ინტერესები წინ დააყენოს.
"გვჯერა, ჯერ კიდევ არის სივრცე, რათა ეს მოხდეს. ძალადობის თავიდან აცილება შესაძლებელია. ამგვარი დიალოგის გზით, საბოლოოდ, შესაძლებელია უკრაინელი ხალხის მისწრაფებების გათვალისწინება. ჩვენ ამის იმედი გვაქვს" - განაცხადა ჯონ კერიმ და აღნიშნა, რომ რეალურად, პრეზიდენტ იანუკოვიჩის ხელშია გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ როგორი იქნება უკრაინის მომავალი და მისი ხალხის სამომავლო ოცნებები.
იგი იმედოვნებს, რომ ძალადობა თავიდან იქნება აცილებული და კომპრომისი მოიძებნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.