„ივანიშვილი დღეს კლავს ნამდვილ ქართულ ოცნებას - გეოგრაფიულის მიღმა იყოს გეოპოლიტიკური სუბიექტიც - იყოს ევროპის ოჯახის წევრი“, - ამის შესახებ „ფეისბუქში“ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა წერს.
„საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ახსენა. ვიღაცეებს გაუკვირდათ - ეგ, რა შუაშია; ზოგს ეწყინა, ბებერი ევროპა მოიკითხა; „ქოცებს“ სალაპარაკო მიეცათ - წილხვედრ გეოგრაფიასაც ხომ ვერ დაგვიწუნებენ ნაცები და ასე შემდეგ. სინამდვილე კი შემდეგია:
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩვენი ბუნებრივი, გეოგრაფიული ტრიო იყო სამხრეთ კავკასია, სამივე გეოგრაფიულად ევროპა, შემდგომში, სამივე ევროსაბჭოს წევრი. ეს იყო სასტარტო მოცემულობა დამოუკიდებლობის დღიდან. ამავე დროს, სამიდან სამივემ სხვადასხვა გზა აირჩია. აზერბაიჯანი ნავთობით მდიდარ სეკულარულ დინასტიურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა, რომლის უსაფრთხოების გარანტორი თურქეთია. სომხეთი პირიქით, მთლიანად რუსეთს დაეყრდნო, საქართველომ კი ნელი სვლით დასავლეთისკენ დაიწყო სვლა. ვარდების რევოლუციამ, გატარებულმა რეფორმებმა, რუსეთის აგრესიის გაძლებამ, მოგერიებამ და უკრაინა - მოლდოვაში მსგავსმა პროცესებმა ევროკავშირთან ურთიერთობაში ახალი ტრიო მოიტანა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას სახით, სადაც ჩვენ ვიყავით ტრიოს ჩემპიონი სამაგალითო ქვეყანა. ასე მოვწყდით ჩვენს გეოგრაფიულ ტრიოს და დიდი ძალისხმევით შევქმენით ახალი კალათა. (ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი მიხეილ სააკაშვილი დღეს ციხეშია და ეს ტრაგიკულთან ერთად სიმბოლურია).
ამ „ძალისხმევის პოლიტიკამ“ (ასე დავარქმევდი გ.უ.) თავის შედეგები გამოიღო. თავისუფალი ვაჭრობა და უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან და ნატოს წევრობის პერსპექტივა.
მესმის, ზოგს საბჭოთა ინერციით, მოლდოვა, უკრაინა, საქართველო უფრო ბუნებრივად ეჩვენება, მაგრამ გეოპოლიტიკურად ეს სხვაგვარად გამოიყურება.
დღეს, საქართველოს სჭირდება „ახალი ძალისხმევის პოლიტიკა,“ რომ მოლდოვას მსგავსად შემოაბრუნოს ჩარხი. სხვა მხრივ, ივანიშვილის რაშიზმით გეოპოლიტიკურად ჩვენს გეოგრაფიულ კალათაში აღმოვჩნდებით, ოღონდ სუსტის პოზიციაში, სადაც უსაფრთხოების გარანტორებიც კი არ გვყავს.
სინამდვილეში, ივანიშვილი დღეს კლავს ნამდვილ ქართულ ოცნებას - გეოგრაფიულის მიღმა იყოს გეოპოლიტიკური სუბიექტიც - იყოს ევროპის ოჯახის წევრი“, - აცხადებს გიგი უგულავა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.