საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის სამი თვით დაწესებას მხარი დაუჭირა. აღნიშნული წინადადებით პარლამენტს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა მანუელ ვალსმა მიმართა.
ვალსმა დღეს პარლამენტში გამოსვლისას გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ შესაძლოა ქვეყნა ტერორისტების მხრიდან ქიმიური და ბიოლოგიური იარაღით თავდასხმის ობიექტი გახდეს, რის გამოც საკანონმდებლო ორგანოს საგანგებო მდგომარეობის სამი თვით გაგრძელების საჭიროებაზე წარუდგინა წინადადება.
მანამდე, საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა მიშელ სალენმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების ზომების გაძლიერების მიზნით, ბიუჯეტიდან დამატებით 600 მილიონი ევრო გამოიყოფა.
აღსანიშნავია, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში სამართალდამცავ ორგანოებს უფლება ექნებათ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გარეშე ჩაატარონ ჩხრეკა და ეჭვმიტანილს შინაპატიმრობა მიუსაჯონ.
ამასთან, როგორც BBC იუწყება, ბელგიის პოლიცია, ბრიუსელსა და მის შემოგარენში განაგრძობს პარიზის ტერაქტების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი პირების, ბილალ ჰადფისა და სალაჰ აბდესლამის ძებნის ოპერაციას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.