ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ საბჭოს, საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა, შეაფასოს, როგორ ასრულებს პირობებს, ვიდრე მივანიჭებთ კანდიდატის სტატუსს, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მისი თქმით, საქართველო უნდა გაერთიანდეს პოლიტიკურად, რათა ნათელი გზა დასახოს სტრუქტურული რეფორმებისა ევროკავშირის მიმართულებით.
„საქართველო იმავე მისწრაფებასა და პოტენციალს იზიარებს, რასაც უკრაინა და მოლდოვა. მის განცხადებას აქვს სიძლიერე, განსაკუთრებით ბაზრებზე ორიენტირებული ეკონომიკა, ძლიერი კერძო სექტორი, რათა წარმატებას მიაღწიოს. ქვეყანა უნდა გაერთიანდეს პოლიტიკურად, რათა ნათელი გზა დასახოს სტრუქტურული რეფორმებისა ევროკავშირის მიმართულებით. გზაზე, რომელიც ნათლად განსაზღვრავს შესაბამის რეფორმებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და ფართო პოლიტიკური მხარდაჭერის თვალსაზრისით იმუშაოს საქართველომ. ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ საბჭოს, საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა, შეაფასოს, როგორ ასრულებს პირობებს, ვიდრე მივანიჭებთ მას კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.