დავით ბერძენიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს მოუწოდებს, აუხსნან მათ აქტივისტებს, რომ დაუყოვნებლივ რიგგარეშე არჩევნების საკონსტიტუციო ცვლილებების გარეშე მოთხოვნა, „ხელისუფლებისთვის უზარმაზარი ფორაა“
18-06-2022, 15:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი დავით ბერძენიშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს მოუწოდებს აუხსნან მათ აქტივისტებს, რომ დაუყოვნებლივ რიგგარეშე არჩევნების საკონსტიტუციო ცვლილებების გარეშე - 120/30 სისტემით - მოთხოვნა, „ხელისუფლებისთვის უზარმაზარი ფორაა“, რადგან „ქართულ ოცნებას“ „მაჟორიტარების ნახევარი წინასწარ უდევს ჯიბეში“.

 


„მივმართავ ენმ-ს ლიდერებს! აუხსენით თქვენს იმ აქტივისტებს, ვინც საჯაროდ მოითხოვს დაუყოვნებლივ რიგგარეშე არჩევნებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების გარეშე 30 მაჟორიტარული ოლქით ჩატარდება არჩევნები. 120/30 სისტემა კი ხელისუფლებისთვის უზარმაზარი ფორაა, რადგან მაჟორიტარების ნახევარი წინასწარ უდევს ჯიბეში და მეორე ნახევარში იქნება კონკურენცია მხოლოდ.

 

 

რიგგარეშეს მიღწევის ძალა თუ გვექნა - 2 პროცენტიანი ბარიერით, სრულად პროპორციული სისტემით 150 დეპუტატის არჩევასაც მივაღწევთ სწრაფად. პირველი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილების მეორე/ მესამე მოსმენით მიღებაა აუცილებელი არჩევნებამდე“, - წერს ბერძენიშვილი Facebook-ში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი