GUARDIAN.GE - „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის დაუყოვნებლივ დაპატიმრებას და ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.
როგორც ნათელაშვილმა ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში, გადაცემა „სპექტრში“ სტუმრობისას განაცხადა, თუ ქართველი სამართალდამცველები არ აღძრავენ საქმეს ივანიშვილის წინააღმდეგ და არ დააპატიმრებენ მას, შესაძლოა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ჰააგის ტრიბუნალის წინაშე აღმოჩნდეს წარდგენილი.
„ახლა უკვე რეჟიმის ჩამოშლის სტადიაში ვართ. მათ დარჩენიათ ერთადერთი რამ, გამოაცხადონ ახალი არჩევნები, საარჩევნო კანონები სასწრაფოდ შეიცვალოს, ისე როგორც ეს უნდა შეცვლილიყო აქამდეც და არც მიიღონ მონაწილეობა ახალ არჩევნებში, არც მიიღონ, „ქართული ოცნების“ სახელი არც უნდა არსებობდეს და „ქართულ ოცნებაში“ შემავალი ამ ცალკეული გამყიდველების გვარი სიებში არც უნდა არსებობდს, ივანიშვილზე ხომ საუბარი ზედმეტია.
მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სამართალდამცველ ორგანოებს, დააპატიმრეთ ეს პიროვნება, რადგანაც აუცილებლად გახდება ის დასაჭერი, თქვენ თუ არ დააპატიმრებთ, შეიძლება მას გაეხსნას ჰააგის ტრიბუნალის გზა და იქ დასვან და იქ უფრო ვეღარ დაეხმარებიან და შეღავათებს ვერ გაუწევთ. მას ეს რეალურად ემუქრება, ემუქრება თუნდაც „ანგოლა გეითის“ გამო, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ სანქციებს არ შეუერთდა და ამარაგებს რუსებს ჩიპებით უკრაინელების მოსაკლავად, საქართველოს ტერიტორიიდან. ამიტომ დააპატიმრეთ ეს კაცი, მოახდინეთ საქმის აღძვრა, გამოძიების დაწყება, წინააღმდეგ შემთხვევაში მერე თქვენ მოგთხოვენ პასუხს ამაზე და თქვენც შეიძლება მიგისვან გვერდზე, ივანიშვილის გვერდზე.
ივანიშვილს არ ასცდება ციხე, ეს გამორიცხულია. ამიტომ, თუ ფაქტები გაინტერესებთ, მარტო საყდრისის აფეთქება საკმარისია, რომ აღძრან საქმე, სადაც მან უშუალოდ თვითონ მოაწერა ხელი, პრემიერ-მინისტრის რანგში, საყდრისისათვის ისტორიული ზონის სტატუსის გაუქმების შესახებ, რათა აეფეთქებინა და მილიარდობით ოქრო მიეტანა ოჯახში. მარტო ეს არის საკმარისი, რომ ახლავე აღძრათ საქმე, დაუძახოთ დაკითხვაზე და დააკავოთ. ეს დროზე გააკეთეთ. ხოლო უმრავლესობას მოვუწოდებ, სასწრაფოდ რიგგარეშე სხდომა მოიწვიოს და დანიშნოს ახალი არჩევნები“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.