საბურთალოს რაიონში, წიგნის პოპულარიზაციისა და განათლების ხელშეწყობის მიზნით, ე.წ. წიგნების ბაღში „ლიტერატურული შეხვედრები“ დაიწყო.
პირველი შეხვედრა პოეტ გელა დაიაურთან გაიმართა, რომელმაც საკუთარ ლიტერატურულ შემოქმედებაზე ისაუბრა და რჩეული ლექსები წაუკითხა მსმენელებს. ღონისძიებას, მოსახლეობასთან ერთად, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე ესწრებოდა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, ამ თანამედროვე ციფრულ სამყაროში ადამიანები დაკავდნენ წიგნის კითხვით. სწორედ წიგნიერების წასახალისებლად მოვაწყვეთ აღნიშნული სკვერი და აქ კიდევ არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართება“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.
ღონისძიებას უძღვებოდა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრი გოგა ჩანადირი, რომელმაც წიგნიერების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.