კახა კალაძე: მისასალმებელია, რომ ევროპული პერსპექტივა ოფიციალურ დოკუმენტაციაში პირველად ჩაიწერა
20-06-2022, 15:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკომისიის გადაწყვეტილება მედიასთან საუბრისას შეაფასა. მისი თქმით, ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად საქართველოს მთავრობა მუშაობას დაიწყებს.

 


„მისასალმებელია ის, რომ პირველად ისტორიაში, ოფიციალურ დოკუმენტაციაში ევროპული პერსპექტივა ჩაიწერა. დარწმუნებული ვარ, რომ ამას 23 ივნისს ექნება მხარდაჭერა. რაც შეეხება დათქმებს, რაც სამივე ქვეყანას მოგვენიჭა, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ მის შესასრულებლად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

დედაქალაქის მერის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა ყველაფერი გააკეთა ევროპული მიმართულებით ქვეყნის წარმატების მისაღწევად.

 


„საქართველოს ხელისუფლებამ, 2012 წლიდან მოყოლებული, ყველაფერი გააკეთა. ყველა წარმატება, რაც დღეს ქვეყანას ევროპის მიმართულებით გააჩნია - ეს იქნება ასოცირების ხელშეკრულება, ვიზალიბერალიზაცია თუ თავისუფალი ვაჭრობა, არის იმ ხელისუფლების გაკეთებული, საზოგადოებასთან ერთად, რომელიც დღეს მართავს ქვეყანას - ეს არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. ჩვენი ქვეყანა სხვა ქვეყნებთან შედარებით, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით წინ არის. საქართველოს უკან არასდროს არაფერში დაუხევია. თუნდაც ავიღოთ საერთაშორისო მისიები - ჩვენ ხომ ვიცით, რამხელა მსხვერპლი გავიღეთ, უამრავი დაღუპული ახალგაზრდა, ჩვენი ჯარისკაცები შეეწირნენ იმას, რომ მსოფლიოში ყოფილიყო მშვიდობა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 


თბილისის მერმა უკრაინასა და მოლდოვას მიულოცა კანდიდატის სტატუსის მიღება და წარმატებები უსურვა.

 


„სამწუხაროდ, ვიცით, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. ამაზე ღიად საუბრობდნენ ევროპელი ლიდერები. მაგალითად, უკრაინის შემთხვევაში, ომის გამო იქნა აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული. თუმცა, გულწრფელად მინდა უკრაინელ და მოლდოველ ხალხს მივულოცო და წარმატებები ვუსურვო“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი