იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მთავარი პროკურორობის კანდიდატის შერჩევის, კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცესს აბსოლუტურად გამჭვირვალედ მიიჩნევს.
"ვფიქრობ, რაც ამ პროცესში მნიშვნელოვანია, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის, რომ პროკურორებს, მოსამართლეებს, ადვოკატებს, საპროკურორო საბჭოს წევრებს მიეცათ საშუალება ეთქვათ თავიანთი სიტყვა იმასთან დაკავშირებით თუ ვინ ურჩევნიათ მათ, რომ იყოს ქვეყნის მთავარი პროკურორი", - განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, საპროკურორო საბჭოს 14 წევრიდან 13-მა თქვა, რომ მთავარ პროკურორად ურჩევნიათ ერთ-ერთი კანდიდატი, ირაკლი შოთაძე. ნანა რევაზიშვილმა მიიღო ერთი ხმა, ხოლო მესამე კანდიდატმა ვლადიმერ გაბრიჩიძემ ვერც ერთი ხმა ვერ მიიღო. მინისტრი არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი იყო დახურული, არ იღებს და ამბობს, რომ საბჭოს დებულებაში არსებობს დათქმა, რომ მედიისთვის ღიაა მხოლოდ საბჭოს სხდომის დასაწყისი.
"შემდეგ კეთდება აუდიო ჩანაწერი, რომელიც ოფიციალური მომართვის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება, გადმოგეცეთ. არაფერი საიდუმლო გასაუბრებაში არ არის", - განაცხადა წულუკიანმა.
კითხვაზე, როგორ მოხდა მთავარი პროკურორობის ერთ-ერთ კანდიდატად ნანა რევაზიშვილის შერჩევა და რა კრიტერიუმებით შეარჩია წულუკიანმა ის, მინისტრმა აღნიშნა, რომ რევაზიშვილს აქვს უნიკალური, პროკურორად მუშაობის 12-წლიანი გამოცდილება.
"მისი დადებითი მხარე, თუ რატომ შევიყვანე ამ სიაში, არ იყო მხოლოდ ის, რომ მას პროკურორად მუშაობის გამოცდილება ჰქონდა. ასევე ტოტალური უსამართლობის პირობებში, როდესაც უკანონო განაჩენებით ხალხი ციხეში იჯდა, ქალბატონი ნანა იყო ის ადვოკატი, რომელიც მათთან შედიოდა ციხეში და იცავდა პატიმრებს. მე მას ეს, სხვა ღირსებებთან ერთად, ჩავუთვალე, რომ მისი ძლიერი მხარე იყო", - განაცხადა წულუკიანმა და აღნიშნა, რომ მთავარი პროკურორობის ყველა კანდიდატი შემოწმდა და არც ერთი მათგანი ნასამართლევი არ აღმოჩნდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.