ირაკლი ღარიბაშვილი: ეს რომ დამსახურების საფუძველზე განხორციელებული პროცესი ყოფილიყო, საქართველო, რა თქმა უნდა, პირველი ქვეყანა იქნებოდა, რომელსაც კანდიდატის სტატუსი მიენიჭებოდა
21-06-2022, 12:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეს რომ დამსახურების საფუძველზე განხორციელებული პროცესი ყოფილიყო, საქართველო, რა თქმა უნდა, პირველი ქვეყანა იქნებოდა, რომელსაც კანდიდატის სტატუსი მიენიჭებოდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

კითხვაზე თუ როგორი იყო პრემიერის რეაქცია იმაზე, რომ ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა უკრაინისა და მოლდოვისადმი სტატუსის მინიჭებაზე და იქვე ითქვა, რომ საქართველოს მეტი ჰქონდა გასაკეთებელი ამისთვის, პრემიერმა უპასუხა, რომ ეს უსამართლოა.

 

„უსამართლოა! მაგრამ, რა თქმა უნდა, გვესმის. ჩვენ ევროპელი ლიდერებისგან გვსმენია, რომ სტატუსის მინიჭება უკრაინისადმი იმის გამო გადაწყვიტეს, რომ ქვეყანა ომშია, ხოლო მოლდოვა მისი მოსაზღვრე ქვეყანაა და ძალიან რთულ ვითარებაშია. ეკონომიკურად და უსაფრთხოების კუთხით რთული ვითარებაა იქ და ა.შ. რა თქმა უნდა, საქართველოს თუ შევადარებთ და ჩვენთან ჩატარებულ რეფორმებს გადავხედავთ - ეს რომ დამსახურების საფუძველზე განხორციელებული პროცესი ყოფილიყო - საქართველო, რა თქმა უნდა, პირველი ქვეყანა იქნებოდა, რომელსაც კანდიდატის სტატუსი მიენიჭებოდა. რატომ? იმიტომ, რომ ძალიან კონკრეტული შედეგები გვაქვს. ძალიან მკაფიო მუშაობა და შედეგები გვაქვს. თუმცა, სამივე ქვეყენას - საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას - ევროპული პერსპექტივა მიენიჭა, რაც ევროკავშირის ისტორიულ გადაწყვეტილებას წარმოადგენს. რატომ? ევროპული პერსპექტივა იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრი სახელმწიფო გახდება. რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება კანდიდატის სტატუსი გარკვეული პირობებით, მაგრამ ძალიან მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ პირობები სამივე ქვეყანას განესაზღვრა. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა. სხვა ასოცირებულ ქვეყნებთან მიმართებითაც იგივე ხდებოდა და მოგვიანებით კანდიდატის სტატუსი ენიჭებოდათ,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

 

კითხვაზე - „ევროკავშირი უსამართლოდ ექცევა საქართველოს?“ - პრემიერმა ასე უპასუხა:

 

„როგორც განვაცხადე, ევროპელი ლიდერების ოფიციალური პოზიცია მოვისმინეთ. მაგალითად, პრეზიდენტმა მაკრონმა საჯაროდ ბრძანა რამდენიმე დღის წინ, რომ ევროკავშირმა უკრაინისადმი კანდიდატის სტატუსის მინიჭება იმის გამო გადაწყვიტა, რომ ქვეყანა ომშიაო. ეს არის ე.წ. წახალისება. ვიტყოდი, რომ ერთგვარი ბონუსია,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი