ირაკლი ღარიბაშვილი: მთავრობის მეთაურის რანგში, ვალდებული ვარ ვიფიქრო ჩვენი ხალხის უსაფრთხოებაზე
21-06-2022, 12:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

რა თქმა უნდა, საერთაშორისო, გლობალური ფინანსური სისტემის ნაწილი ვართ და ჩვენი რეაქციის ადეკვატურობის ერთ-ერთი მკაფიო მაგალითი ის არის, რაც მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ინდივიდუალურად არც ერთ კომპანიას ექნებოდა უფლება საქართველოს გამოყენებით მოეხდინა სანქციების გვერდის ავლა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, პანელური დისკუსიის დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 


მთავრობის მეთაურის თქმით, ამის მკაფიო მაგალითია „ვითიბი“ ბანკი, რომელიც, როგორც კი სანქციების ქვეშ მოექცა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მთავრობასთან ერთად ძალიან მჭიდროდ იმუშავა და სწრაფად, ერთ კვირაში მოახდინა ამ საქმის ჯეროვანი მართვა და მოაგვარა ეს საკითხი.

 


„თუმცა, მკაფიოდ დავაფიქსირეთ, რომ ჩვენ, ქართველები ვერ დავუწესებთ ე. წ. ეროვნულ ეკონომიკურ სანქციებს რუსეთს და ძალიან გასაგები მიზეზების გამო, რადგან ჩვენი ეროვნული ინტერესები, უსაფრთხოების და ეკონომიკური გამოწვევები გაგვაჩნია, პრინციპში, ეს ჩვენი მოტივაციაა. საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც არ დაუწესა რუსეთს ეროვნული ეკონომიკური სანქციები. ჩვენი ქვეყნის მოწყვლადობის გამო. ვერ იპოვით ბევრ ქვეყანას მსოფლიოში, რომელის რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, თან, ჩვენი გეოგრაფიის გათვალისწინებით, იოლად გაიგებთ სად ვიმყოფებით.

 


კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ მთავრობის მეთაურის რანგში, მე ვალდებული ვარ ვიფიქრო ჩვენი ხალხის უსაფრთხოებაზე. რა თქმა უნდა, პოლიტიკურად საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად და სრულ კოორდინაციაში ვართ ჩვენს საერთაშორისო, ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან. სწორედ ეს არის ჩვენი პოზიცია. აი, მაგალითად, მოლდოვა, რომელიც ასოცირებული ტრიოს შემადგენლობაში შემავალი ქვეყანაა. მას არ დაუწესებია რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციები და ეს ძალიან გასაგები მიზეზების გამო მოხდა. მათ შეიძლება უფრო მეტი გამოწვევა ჰქონდეთ უსაფრთხოების კუთხით “, - აღნიშნა პრემიერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი