კახა კალაძე სამგორის გამგებლის სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებაზე: ეს მისი პირადი გამოხატვის უფლებაა, თუმცა, სიძულვილის ენა კატეგორიულად მიუღებელია
21-06-2022, 15:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„სამგორის გამგებლის განცხადება მე შეიძლება არ მომეწონა, თუმცა, ნებისმიერ ადამიანს აქვს თავის პირად სივრცეში აზრის გამოხატვის უფლება“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე სამგორის რაიონის გამგებლის, კახა სამხარაძის მიერ სოციალურ ქსელში, პირად გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსს.

 


კახა კალაძის თქმით, მიუღებელია შენიშვნები და კრიტიკა ისმოდეს იმ ადამიანებისა და ტელევიზიების მხრიდან, რომლებიც სიძულვილის ენას თავად აღვივებენ.

 


„შეიძლება არ მომეწონა ეს განცხადება, ვიღაცას შეიძლება მოეწონა. ეს მისი პირადი გვერდია და თავის პირად სივრცეში ადამიანი, რასაც უნდა იმას დაწერს. შეიძლება ჩემთვის არ იყო მოსაწონი, თუმცა, ამ ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება უმაღლეს დონეზეა დაცული. ჩვენ ეს 2012 წელსმოვახერხეთ, როდესაც ხელისუფლების ცვლილება მოხდა ქვეყანაში. სიძულვილის ენა კატეგორიულად მიუღებელია, ასევე იმ ადამიანებისგან, როდესაც ამაზე მითითებებს გაძლევს კონკრეტულად ის ადამიანები დატელევიზიები, საიდანაც სიბინძურის ნიაღვარი - სიძულვილის ენა, ოჯახის შეურაცხყოფა, ოჯახზე თავდასხმებიყოველდღიურად მოდის.ამ ადამიანებს ევროპასთან და ევროპულ ღირებულებებთან არანაირი კავშირი არ აქვთ, რადგან ესენი იყვნენ მთავარი შემოქმედი იმისა, რომ ადამიანს, ვინც ჩვენებას იძლეოდა, ამ ჩვენებას აღეჭინებდნენ და აჭმევდნენ. ასევე, ციხიდან გამოჰყავდათ ხალხი და მანქანაზე გაკოჭილს აუპატიურებდნენ, ბიზნესს აფორმებინებდნენ და ახალგაზრდებს ახოცინებდნენ ქუჩაში. ამ ადამიანებს არანაირი კავშირი არ აქვთ არც დემოკრატიულ ღირებულებებთან, არც ევროპასთან. მეც არ მომწონს, როდესაც თქვენ, ჟურნალისტები შეურაცხყოფაზე გადმოდიხართ და ასევე, ოპოზიციის წარმომადგენლები. შესაბამისად, ყველა უნდა გავერთიანდეთ იმისთვის, რომ სიძულვილის ენას ვებრძოლოთ და ეს ყველაფერი შევაჩეროთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი