ლორთქიფანიძის ქუჩა N28-ის მიმდებარედ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ნაცვლად, რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
მისი თქმით, დედაქალაქის მერიამ მიწის ნაკვეთის მესაკუთრესთან ადგილმონაცვლეობის შესახებ შეთანხმებას უკვე მიაღწია.
„როგორც იცით, შარშან ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩა N28-ის მიმდებარედ სამშენებლო სამუშაოების შედეგად, ფერდიდან ჩამოიშალა ნაყარი მიწის მასა, რის გამოც, სამუშაოები შევაჩერეთ. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ვაკის რაიონის გამგეობამ ფერდის ჩამოშლის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა დროებით ქირით გაიყვანა. დღეს, ეს ოჯახები საკუთარ საცხოვრებელ სახლებში არიან დაბრუნებული. ამ სივრცეში, სადაც კორპუსი უნდა აშენებულიყო, მოსახლეობას დავპირდით, რომ რეკრეაციულ სივრცეს მოვაწყობდით და პირობას შევასრულებთ. დავიწყეთ მოლაპარაკებები მიწის ნაკვეთის მფლობელებთან. ჩვენი მხრიდან შევთავაზეთ, რომ მომხდარიყო ადგილმონაცვლეობა. მონაცვლეობის თემაზე შეთანხმება მიღწეულია და მალე ადგილობრივი მოსახლეობა ახალი, ლამაზი რეკრეაციული სივრცით ისარგებლებს“, - განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ ვაკის რაიონის გამგებელს, დავით კვინიკაძეს რეკრეაციული სივრცის მოწყობის პროექტზე მუშაობა დაავალა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.