თბილისის მერიის მხარდაჭერით, „თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2022“ დაიწყო
22-06-2022, 12:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერიის მხარდაჭერით, „თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2022“ დაიწყო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და ახალგაზრდული საზაფხულო პროგრამების შესახებ ისაუბრა.

 


თბილისის მერის თქმით, სტუდენტური ფესტივალის ღონისძიებებში საქართველოში მოქმედი 34 სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლის 50 000-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობს.

 


„ფესტივალის ფარგლებში, სხვადასხვა ლოკაციაზე ხორციელდება სპორტული აქტივობები. აგრეთვე, დღეს იწყება ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის კონკურსები.ფესტივალში მონაწილეობას იღებენ, როგორც დედაქალაქში არსებული, ისე რეგიონებში მოქმედი უნივერსიტეტები. ფესტივალის დასკვნითი ნაწილი გაიმართება ეთნოგრაფიულ მუზეუმში, 29 ივნისს, სადაც გამოვლინდებიან გამარჯვებული უნივერსიტეტები, სხვადასხვა ნომინაციის მიხედვით. ძალიან საინტერესო ფესტივალია. ჩვენ ყოველთვის ხელს შევუწყობთ მსგავსი პროექტების განხორციელებას და მომავალში ახალგაზრდებს არაერთ საინტერესო პროგრამას შევთავაზებთ. ფესტივალი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და თბილისის მერიის მხარდაჭერით, ყოველწლიურად ჩატარდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

თბილისის მერის თქმით,ახალგაზრდულ საზაფხულო პროგრამებზე უკვე 5600 ახალგაზრდაა დარეგისტრირებული.

 


„მინდა, შევეხო კიდევ ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას -ახალგაზრდებისთვის განსახორციელებელ საზაფხულო პროგრამებს, რომელზედასარეგისტრირებლად, შეიქმნა ვებგვერდი და ახალგაზრდებს მოვუწოდეთ ჩართულობისკენ. აქ არის სხვადასხვა სპორტული ღონისძიება. დღეის მდგომარეობით, 5600 ახალგაზრდაა დარეგისტრირებული, რაც მისასალმებელია. განსაკუთრებით მაღალი აქტიურობით გამოირჩეოდა ლაშქრობა და კემპინგის მიმართულება.პროგრამის ფარგლებში,საჯომარდო ტურები განხორციელდება. ეს პროექტი დაიწყება 30 ივნისიდან. პირველ ეტაპზე, დაიწყება ლაშქრობები, 8 ივლისიდან კი საჯომარდო ტურები, საცურაო აუზი, კარტინგი და ველოტურები. ახალგაზრდებისთვისასეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას მივესალმებით“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი