ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკომისიამ ნათლად ჩაწერა დოკუმენტში, რომ აძლევს რეკომენდაციას ევროპულ საბჭოს, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი
22-06-2022, 15:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევროკომისიამ ნათლად ჩაწერა დოკუმენტში, რომ აძლევს რეკომენდაციას ევროპულ საბჭოს, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, მთავრობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განახადა.

 

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს ჩანაწერ მართლაც იყო ევროკავშირის ისტორიული გადაწყვეტილება.

 

 

„მოგესალმებით ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ძვირფასო დეპუტატებო, ძვირფასო მთავრობის წევრებო, ბატონო მერო, მოგესალმებით ყველას, ჩვენს მედიის წარმომადგენლებს. მაქვს პატივი, წარმოგიდგინოთ წლიური ანგარიში, რომელიც თქვენ მანამდე გამოგეგზავნათ. მე მინდა დეტალურად ვისაუბრო იმ მიღწევებზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას ჰქონდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში. ბუნებრივია, მინდა საუბარი დავიწყო ჩვენი მთავარი მიღწევით, რომლის მომსწრენიც ჩვენ ყველანი გავხდით რამდენიმე დღის წინ. ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება 17 ივნისს, ყველასთვის ნანატრი ჩანაწერი გაჩნდა ოფიციალურ დოკუმენტში. მინდა ყველას კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ ეს ჩანაწერ მართლაც იყო ევროკავშირის ისტორიული გადაწყვეტილება. პირველად გაჩნდა ჩანაწერი ევროპული პერსპექტივის შესახებ. ევროკომისიამ ნათლად ჩაწერა დოკუმენტში, რომ აძლევს რეკომენდაციას ევროპულ საბჭოს, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება ევროკომისიის.

 

 

მეორე, რაც მინდა ვთქვა, ჩვენი მოლოდინი იყო ის, რომ საქართველო მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, როგორც უკრაინამ და მოლდოვამ მიიღო. გასაგებია, რომ ჩვენ ამის თაობაზე განსხვავებული მიდგომა ვიხილეთ და მინდა, რომ ეს დეტალურად განვუმარტო ჩვენს ხალხს და ჩვენს ძვირფას დეპუტატებს“, - განაცხადა პრემიერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი