არავითარი ნიშანწყალი დემოკრატიის არ არსებობდა ქვეყანაში. არც ერთი რეალური, ძლიერი ოპოზიციური არხი არ არსებობდა ქვეყანაში და დღეს გამოდიან ეს ადამიანები, გვესაუბრებიან თავისუფალ მედიაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური წლიურ ანგარიშს წარადგენს.
მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს 10 სამუშაო დღეში შეიძლება ნებისმიერი ტელევიზიის გახსნა.
„მოვისმინე შენიშვნა, რომ ჩვენ უნდა ვესაუბროთ ადამიანებს, რა გავაკეთეთ 10 წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ყველაფერს კიდევ ერთხელ შევახსენებთ მათაც და ჩვენს ძვირფას ხალხს, თუ რა გავაკეთეთ ამ 10 წლის განმავლობაში, მაგრამ, რა თქმა უნდა, მინდა ყველას შევახსენო, იმ კონტექსტში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ევროკავშირთან ინტეგრაციაზე, უნდა შევახსენოთ მოსახლეობას და ჩვენს პარტნიორებს, უცხოელ მეგობრებს, რომ ჩვენ მართლაც უმძიმესი მემკვიდრეობა გადმოვიბარეთ. რა თქმა უნდა, კარგად ვიცით, რომ არავითარი ნიშანწყალი დემოკრატიის არ არსებობდა ქვეყანაში. არც ერთი რეალური, ძლიერი ოპოზიციური არხი არ არსებობდა ქვეყანაში და დღეს გამოდიან ეს ადამიანები, გვესაუბრებიან თავისუფალ მედიაზე. სწორედ ჩვენს მიერ მიღებული, გატარებული რეფორმების შედეგად, დღეს 10 სამუშაო დღეში შეიძლება ნებისმიერი ტელევიზიის გახსნა. ამ მაჩვენებლით ჩვენ ბევრად წინ ვუსწრებთ, მათ შორის, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს“ , - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.