სამწუხაროდ, "თავისუფალი დემოკრატების" პარტიის ერთი ნაწილი უკან სვლის რეჟიმში არის, პარტიას უკან ექაჩება და განვითარების საშუალებას არ აძლევს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა "თავისუფალი დემოკრატების" ახალგაზრდული ფრთის მიერ იუსტიციის სამინისტროს წინ გამართული აქციის კომენტირებისას განაცხადა.
"რაც შეეხება ჩემი ყოფილი პარტიის აქციას, დასანანია, რომ მათ მოუწიათ თავიდან ამ აქციის გამართვა იუსტიციის სახლთან და მერე გაიგეს, რომ თურმე იუსტიციის მინისტრი იუსტიციის სამინისტროში ზის. მაგრამ, ალბათ, ამაშიც დაიხვეწებიან მომავალში. როგორც ჩანს, შეეტყო ჩემი პარტიიდან წასვლა, აღარ იციან სად ვზივარ. რაც შეეხება თვითონ სლოგანებს ამ აქციისა, მე ვხედავ, რომ სამწუხაროდ, "თავისუფალი დემოკრატების" პარტიის ერთი ნაწილი უკან სვლის რეჟიმში არის, პარტიას უკან ექაჩება და არ აძლევს განვითარების საშუალებას", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, როდესაც ის იყო პარტია "თავისუფალი დემოკრატების" წევრი იუსტიციის სამინისტროს კიბეებზე მას მოუწყვია მაშინ აქცია ზურაბ ადეიშვილის წინააღმდეგ გირგვლიანის საქმეზე.
"დღეს "თავისუფალი დემოკრატების" პარტიის ერთი ნაწილი აქციას აწყობს და აპროტესტებს იმ უპრეცედენტოდ დადებით მოვლენას, რაც არის მთავარი - პროკურორის გამჭვირვალე წესით შერჩევა. თქვენ თვითონ შეადარეთ და გააკეთეთ შეფასება", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ახალგაზრდა "თავისუფალმა დემოკრატებმა" მთავარი პროკურორობის ერთ-ერთ კანდიდატად ირაკლი შოთაძის წარდგენა დღეს გააპროტესტეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.