დღეს, საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ის,,საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებით, ნინოწმინდის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი, საკრებულოს წევრები და მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გეოპოლიტიკური კვლევის საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარემ ნატო ბაჩიაშვილმა ნატო საქართველოს ურთიერთობებზე და არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო თემატური მასალა გადაეცათ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.