ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა კითხვა დავუსვა ძვირფას ოპონენტებს - ომის შემდეგ თქვენ რა გააკეთეთ, რომ სანქციები დაგეწესებინათ რუსეთისთვის? ნული, არაფერი არ გაგიკეთებიათ
22-06-2022, 16:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ომის შემდეგ, ყველას კარგად გვახსოვს, რომ საქართველომ, მათი ლიდერობით, მათი ხელისუფლების დროს მოაწერა ხელი, ფაქტობრივად, კაპიტულანტურ რეზოლუციას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური წლიურ ანგარიშს წარადგენს.

 

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ამის შემდეგ, ომის შემდეგ, მათი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, რუსულ სახელმწიფო კომპანიებს მიყიდეს სტრატეგიული ობიექტები.

 

 

„გამოდიოდა ვანო მერაბიშვილი და ამბობდა, რომ რუსულ ფულს სუნი არ აქვსო. ეს ცნობილი გამონათქვამი ყველას კარგად გვახსოვს. ეს ყველაფერი მოხდა აგვისტოს ომის შემდეგ. ახლა, რატომ მოვყევი ამდენი - მინდა ყველაფერი შევახსენო, მოსწონთ, თუ არ მოსწონთ, უნდა მოითმინონ და მოისმინონ ბოლომდე მათი დანაშაულებები.

დღეს ჩვენ მოგვიწოდებენ - სანქციებს რატომ არ შეუერთდით, რატომ არ დაუწესეთ ეკონომიკური სანქციები - ანუ ჩვენს ხალხს რატომ არ დაუწესეთ სანქციები, ეს ხომ ამას ნიშნავს, ფაქტიურად, ამ რისკების გათვალისწინებით, რომლებზეც ახლა გესაუბრეთ, წინა მწარე გამოცდილების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, მინდა კითხვა დავუსვა ძვირფას ოპონენტებს - ომის შემდეგ თქვენ რა გააკეთეთ, რომ სანქციები დაგეწესებინათ რუსეთისთვის? ნული, არაფერი. არაფერი არ გაგიკეთებიათ. არავითარი აქტივობა მათი მხრიდან მსოფლიოში არ გვინახავს ჩვენ, პირიქით, მოაწერეს კაპიტულანტურ რეზოლუციას, მიჰყიდეს რუსულ სახელმწიფო კომპანიებს სტრატეგიული აქტივები, ენერგეტიკული ობიექტები, უამრავი, ათეულობით ენერგეტიკული ობიექტი. ამის შემდეგ თქვენმა გუნდმა, სააკაშვილმა დაუწესა უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებს, მაგარი სანქციები გაატარეს“, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი