ვარკეთილის დასახლებაში, ხომლელისა და აბაშვილის ქუჩების მიმდებარედ რეკრეაციული სივრცე მოეწყობა
22-06-2022, 17:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვარკეთილის დასახლებაში, ხომლელისა და აბაშვილის ქუჩების მიმდებარედ, ორ ჰექტარზე რეკრეაციული სივრცის მოწყობა დაიწყო.

 


მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი, კახა კალაძე მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.

 

 

„სამგორის რაიონში მორიგი პროექტის განხორციელება დავიწყეთ. კონკრეტულად, ეს არის აბაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, სადაც რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. ამ პროექტის ფარგლებში, მთლიანად რეაბილიტირდება ორი ჰა ტერიტორია - ხე-მცენარეებით, ველობილიკებით, ატრაქციონებით ბავშვებისთვის. ასევე, მოეწყობა შადრევანი, რეაბილიტირდებაორი მოედანი - ერთი საფეხბურთო და მეორე საკალათბურთო. დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ყველაფერი გაკეთდება ისე, როგორი დამოკიდებულებაც რეკრეაციულ სივრცეებთან დაკავშირებითგვაქვს. დარწმუნებული ვარ, ადგილობრივი მოსახლეობა იქნება ძალიან კმაყოფილი - ახალგაზრდები, პატარები, რომელთაც ექნებათ შესაბამისი სივრცე დასვენებისა და გართობისთვის. მთავარია, შემდეგ მოვუაროთ აღნიშნულ სივრცეს და ვანდალიზმისგანდავიცვათ. ვფიქრობთ, რომ სამუშაოები ახალი წლისთვის დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 


ტერიტორიაზე დაგეგმილია საფეხმავლო ბილიკების განახლება, საპარკე ინვენტარის განთავსება, გარეგანათების სისტემის, საბავშვო მოედნების მოწყობა, ვიდეომეთვალყურეობის სისტემისა და მოსასვენებელი პავილიონების მონტაჟი. ტერიტორია გამწვანდება - დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე, დაითესება ბალახი და მოეწყობა სარწყავი სისტემა.

 


სამუშაოების ფარგლებში, მინი ფეხბურთის არსებულ მოედანს რეაბილიტაციაჩაუტარდება და დამატებით, კალათბურთის მოედანი მოეწყობა. პროექტის ღირებულება ორ მილიონ ლარს შეადგენს.

 


დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე იმყოფებოდნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი