დავით უსუფაშვილი რიჩარდ ვებერს შეხვდა
19-11-2015, 07:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ევროპის სავაჭრო-სამრეწველო პალატების გაერთიანების პრეზიდენტს რიჩარდ ვებერს შეხვდა.

 


უსუფაშვილის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი მზადაა, მხარდაჭერა აღმოუჩინოს საქართველოს ბიზნესსაზოგადოების ევროპულ ბიზნესსაზოგადოებასთან დაახლოებას.

 

 

მისივე შეფასებით, ამ პროცესში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ევროპის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის როლი.

 


დავით უსუფაშვილის თქმით, საქართველოს პარლამენტი მზადაა, ევროპის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან ერთად, შემუშავდეს ის კანონმდებლობა, რომელიც ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას დაეხმარება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრაზე აღნიშნა, ამ მიმართულებით, საქართველოს პარლამენტი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში უკვე აქტიურად მუშაობს.

 


რიჩარდ ვებერის განცხადებით, საქართველომ მხარი უნდა დაუჭიროს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, რაც, მისივე თქმით, ყველა ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალია. ევროპის სავაჭრო-სამრეწველო პალატების გაერთიანების პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა ეკონომიკის განვითარების პროცესში ინოვაციის მნიშვნელობაც. მისი თქმით, თანამედროვე მსოფლიოში ინდუსტრიისა და წარმოების განვითარების კრეატიული გზების ძიებაა საჭირო.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი