კახა კალაძე მედიის წარმომადგენლებს: მე გისვამთ კითხვას თქვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეებს - საქართველო იმსახურებდა კანდიდატობის სტატუსს?
22-06-2022, 17:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას კიდევ ერთხელ განმარტა, რა ნაბიჯები გადადგა საქართველოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის გზაზე.

 

 

მისი თქმით, საქართველო ევროკავშირის წევრობის სტატუსს იმსახურებდა, თუმცა პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

 

 

„საქართველოს უნდა მიეღო კანდიდატობის სტატუსი. მე გისვამთ კითხვას თქვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეებს - საქართველო იმსახურებდა კანდიდატობის სტატუსს? ის რეფორმები, რაც ბოლო წლების განმავლობაში გავატარეთ, იყო წარმატებული. ვიზალიბერალიზაცია, ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება- ეს ყველაფერი გააკეთა მმართველმა გუნდმა, პარტიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო “, საზოგადოებასთან ერთად. ჩვენ მომავალშიც გავაკეთებთ ყველაფერს, რომ კანდიდატობის სტატუსი მივიღოთ.

 

 

ჩვენი ქვეყანა, რა თქმა უნდა, იმსახურებდა კანდიდატობის სტატუსს, მაგრამ დაისაჯა. სამ ქვეყანას შორის წარმატებული იყო ყველა ასპექტში, ყველა რეფორმით, თუმცა გვითხრეს, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ უკრაინას ვაძლევთ სტატუსს, რადგან ის ახლა ომშია ჩართული. ჩვენ ხომ ვიცით იმიტომ არ გვანიჭებენ სტატუსს, რომ სანქციებში და ომში არ ჩავერთეთ. თან გვეუბნებიან, რომ გეოპოლიტიკური მდგომარეობა არ გვიწყობს ხელს. 30 წელია ვიბრძვით იმისთვის, რომ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები გავხდეთ და ახლა გაიგეს როგორი გეოპოლიტიკური მდგომარეობაა საქართველოში?“, - განაცხადა თბილისის მერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი