ჩვენ იმის მიუხედავათ, რომ ასეულობით ბაღის რეაბილიტაცია შევძელით, ათეულობით ახალი ბაღის აშენება, 150-ზე მეტი 160 სკოლის აშენება შევძელით, 200 - მდე სკოლის რეაბილიტაცია, რჩება მაინც გამოწვევად დაახლოებით 800 სკოლა და ჩვენი გადაწყვეტილებით, მე უკვე დავალებული მაქვს სამინისტროსთვის 80 ახალი სკოლის აშენებას ვგეგმავთ და 720 სკოლის რეაბილიტაციას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას, დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.
"ასე ვთქვათ, რთული, პრობლემური საკითხი რაც დაგხვდა იყო სკოლების ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ჩვენ იმის მიუხედავათ რომ ასეულობით ბაღის რეაბილიტაცია შევძელით, აშენება ათეულობით ახალი ბაღის, 150-ზე მეტი 160 სკოლის აშენება შევძელით, 200 - მდე სკოლის რეაბილიტაცია, რჩება მაინც გამოწვევად დაახლოებით 800 სკოლა და ჩვენი გადაწყვეტილებით, მე უკვე დავალებული მაქვს სამინისტროსთვის 80 ახალი სკოლის აშენებას ვგეგმავთ და 720 სკოლის რეაბილიტაციას. 2026 წლისთვის, ამას ვამბობ 3-4 წელიწადში ჩვენი გეგმის მიხედვით ყველა სკოლა უნდა იყოს თანაბარ დონეზე, ევროპული დონის, გამართული, რეაბილიტირებული და მოწყობილი, იმისთვის რომ ჩვენი ბავშვები, მომავალი თაობა ჯანსაღ გარემოში იზრდებოდნენ და იღებდნენ განათლებას,- განაცხადა პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.