ტურიზმის აღდგენა ძალიან სწრაფი დინამიკით მიმდინარეობს, ამაზე მეტყველებს მაისის სტატისტიკა და მოგიყვანთ მაგალითის - 95 პროცენტიანი აღდგენა ფიქსირდება ტურიზმის, ესაა ბოლო მონაცემები. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ 2019 წლის, პანდემიამდელ მდგომარეობას დავუბრუნდეთ რაც შეიძლება მალე, ყველაზე პიკურ მაჩვენებელს, - ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა პარლამენტში განაცხადა.
მისივე თქმით, პრემიერის დავალებით, ეკონომიკის სამინისტრომ დააფუძნა ახალი სააგენტო უფრო მეტად კონცენტრირებული მუშაობის მიზნით, რათა ყველა კურორტის აღდგენა გახდეს შესაძლებელი.
„აქვე მინდა აღვნიშნო, რომ არ ვჩერდებით, ვაკეთებთ ბაზრების დივერსიფიკაციას, მეტი მაღალმხარჯველიანი ტურისტის შემოყვანას და ამ მიზნით ეკონომიკის სამინისტრო, ტურიზმის დეპარტამენტი ყველაფერს აკეთებს. საჭიროა ყველა ის დანახარჯი, რომელიც კეთდება ინფრასტრუქტურაში, ახალი ტურისტული ლოკაციების შექმნაში, ჩემი დავალებით, ეკონომიკის სამინისტრომ დააფუძნა ახალი სააგენტო, კურორტების სააგენტო, მეტად კონცენტრირებული მუშაობა რომ წავიდეს, ყველა კურორტის აღდგენა უნდა შევძლოთ ჩვენ, მთავრობამ და კერძო სექტორმა ერთად უნდა გავაკეთოთ. ამ კურორტების გამოტანას ვაპირებთ უახლოეს რამდენიმე კვირაში, სექტემბრამდე ალბათ გამოვიტანთ, რომ ყველა რეგიონში, ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყოს მართლაც უნიკალური ტურისტული ლოკაციები და ის ტრადიციული ისტორიული კურორტები, რაც გვქონდა, ყველაფრის აღდგენა არის აუცილებელი,“- განაცხადა პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.