ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს, ესაა ჩვენი, ქართველი ხალხის ნება, რომელიც ჩვენ დავაკანონეთ და ჩვენს მიერ გადადგმული კონკრეტული, ეფექტური ნაბიჯებით, ქმედებებით, პროცესი გავხადეთ შეუქცევადი - ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა პარლამენტში, დეპუტატ დავით ზილფიმიანის კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, მთავარია მშვიდობის შენარჩუნება და განვითარება.
„თქვენი კითხვა შეეხებოდა ხვალინდელ გადაწყვეტილებას და რას ველოდებით, ამაზე მე ვრცლად ვისაუბრე და გიპასუხეთ. აქვე მინდა დავამატო, რომ ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას რა თქმა უნდა ალტერნატივა არ აქვს ესაა ჩვენი, ქართველი ხალხის ნება, რომელიც ჩვენ დავაკანონეთ და ჩვენს მიერ გადადგმული კონკრეტული ეფექტური ნაბიჯებით, ქმედებებით, პროცესი გავხადეთ შეუქცევადი, მათ შორის, ჩვენი პარტიის ინიციატივა იყო სწორედ კონსტიტუციაში ჩანაწერი, ამით რეალურად დავაზღვიეთ რისკები, რომელიც შესაძლოა უკავშირდებოდეს ამ ინტეგრაციის და კურსის ცვლილებას, ასე რომ აქ რეალურად ყველაფერი ნათელია, მთავარია მშვიდობის შენარჩუნება და განვითარება,“- განაცხადა პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.