პრემიერი - ჩვენ შევეცდებით, ავუხსნათ ჩვენს ევროპელ კოლეგებს, რომ საქართველო იმსახურებს უფრო მეტს, იმსახურებს მშვიდობას, განვითარებას, კეთილდღეობას და ვერაფერს დააკლებენ ვერც შიდა მტრები, ვერც გარე მტრები
23-06-2022, 08:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

როგორც კი დასრულდება, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება როგორც კი იქნება მიღებული და ისინი დაამტკიცებენ ევროკომისიის რეკომენდაციებს, ჩვენ დასაკარგი არ გვაქვს არც ერთი დღე. უნდა გავაგრძელოთ მშვიდად, მტკიცედ, გონივრულად ამ რეფორმების განხორციელება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, როცა მთელი მსოფლიო სამწუხაროდ, ვერ აჩერებს ომს და ეს პატარა ქვეყანა გინდა, რომ ჩართო პროვოკაციაში და ჩართო ომში, ეს არის მტრობა და ღალატი ქვეყნის და ხალხის, რისთვისაც ყველა აგებს პასუხს.

 

„მეორე მცდელობა იმისა, რომ საქართველო რამენაირად ჩართულიყო ამ დამანგრეველ ომში, უკრაინის ომში და გამოვიდა ბრძენი რომანი და ესეიგი მისი პროგნოზები არ გამართლდა. ხედავთ, რომ ომის შეჩერება დღეს ვერ ხერხდება სამწუხაროდ, საუბედუროდ. ყოველ დღე ათასობით ადამიანი იღუპება, ინგრევა ქალაქები და 20% უკრაინის უკვე არის ოკუპირებული, დაპყრობილი აქვს რუსეთს. როცა მთელი მსოფლიო ამ პროცესს, სამწუხაროდ, ვერ აჩერებს, ეს პატარა ქვეყანა გინდა, რომ ჩართო პროვოკაციაში და ჩართო ამ ომში, ეს რა თქმა უნდა არის მტრობა და არის ღალატი ჩვენი ქვეყნის და ხალხის, ამიტომ ყველა აგებს პასუხს ამ ღალატისთვის. ქვეყანაში არ იქნება ომი, არ იქნება არც მეორე, არც მესამე ფრონტი. ქვეყანაში იქნება სიმშვიდე, სტაბილურობა და განვითარება და ამ მშვიდობას და სტაბილურობას ჩვენ დავიცავთ ყველა საშუალებით. ეს არს ჩვენი ძალიან მტკიცე პოზიცია და ნურავის ექნება რაიმე ილუზია, მეგობრებო, ცეცხლს ეთამაშებიან. ქვეყანას სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება, ჩვენ ახლა გვჭირდება მობილიზება, მთავრობასა და პარლამენტს ერთად, რომ როგორც კი დასრულდება, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება როგორც კი იქნება მიღებული და ისინი დაამტკიცებენ ევროკომისიის რეკომენდაციებს, ჩვენ დასაკარგი არ გვაქვს არც ერთი დღე. უნდა გავაგრძელოთ მშვიდად, მტკიცედ, გონივრულად ამ რეფორმების განხორციელება. რა თქმა უნდა ჩვენ ილუზია არ გვაქვს, რომ პოლარიზაციის დასრულებას შევძლებთ, ვინაიდან ვუყურებთ, რომ ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს არეულობა, დესტაბილიზაცია და პოლარიზება მუდმივად. აქვე მინდა აღვნიშნო გულისტკივილით, რომ სწორედ რომ გაეთვალისწინებინათ ევროპელებს, რომ კანდიდატის სტატუსის არ მოცემა დათქმებით არა თუ დაასრულებდა პოლარიზებას, არამედ პირიქით უფრო გააღრმავებდა, ალბათ უკეთესი იქნებოდა, თუმცა ჩვენ შევეცდებით, ავუხსნათ ჩვენს ევროპელ კოლეგებს, რომ საქართველო იმსახურებს უფრო მეტს, იმსახურებს მშვიდობას, განვითარებას კეთილდღეობას და ვერაფერს დააკლებენ ვერც შიდა მტრები, ვერც გარე მტრები, ჩვენი ერი არის ბრძენი ხალხი, ჩვენ გვჭირდება კონსოლიდაცია, მშვიდობა გვჭირდება, სტაბილურობა, განვითარება გვჭირდება და ჩვენი საერთო მიზნის, საერთო ოცნების ახდენა, ეს არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. აი, ეს უნდა იყოს ჩვენი საერთო ეროვნული იდეა და მიზანი, რომ ქვეყანა გავაერთიანოთ და არა დავხლიჩოთ და მათ მსგავსად ტერიტორიები გადავცეთ ოკუპანტებს,“- განაცხადა პრემიერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი